ირაკლი კობახიძე - ის ფაქტი, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი არ შეხვდა ოპოზიციას, რომელიც რუსული საქმით არის დაკავებული, ძალიან მნიშვნელოვანია

„ის ფაქტი, რომ სახელმწიფო მდივანი არ შეხვდა იმ ოპოზიციას, რომელიც რუსული საქმით არის დაკავებული, არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, „ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან არ არის იმ პოლიტიკური პარტიების ადგილი, რომლებიც რუსულ საქმეს აკეთებენ“.

„ბუნებრივია, ჩვენ ამაზე სპეკულაციებს ვერ ავაგებთ, მაგრამ თავისთავად ეს ფაქტი ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ნიშანდობლივი. საქართველოში არ არის იმ პოლიტიკური პარტიების ადგილი, რომლებიც რუსულ საქმებს აკეთებენ. ასეთ პარტიების ადგილი არ არის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან. რა თქმა უნდა, ყველას ერთ ქვაბში არ ვხარშავ, მაგრამ როდესაც საუბარია მთავარ ოპოზიციურ პარტიებზე, ისინი რუსულ საქმეს აკეთებდნენ დიდი ხნის განმავლობაში, ჯერ როცა იყვნენ ხელისუფლებაში და ახლა, როცა არიან უკვე ოპოზიციაში. აქედან გამომდინარე, ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს ეს პარტიები ხვდებიან პროტესტით, ეს არის ძალიან ნიშანდობლივი, მნიშვნელოვანი და საინტერესო მოვლენა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ეს პარტიები არიან და მომავალშიც იქნებიან რუსული საქმით დაკავებული“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, მაიკ პომპეომ საქართველო უკვე დატოვა. ის თბილისს გუშინ ეწვია და ვიზიტის ფარგლებში ოფიციალურ შეხვედრები დღეს გამართა. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სახელმწიფო ვიზიტის პარალელურად, ოპოზიციის წარმომადგენლებმა მდუმარე აქცია გამართეს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო საქართველოს შემდეგ ისრაელს ეწვევა.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა