მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული საქონელი გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ,,თბილისი-2“, სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა. კერძოდ, მებაჟე ოფიცრებმა, რისკის შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე ერთ-ერთი კომპანიის მიერ შემოტანილ ტვირთს კონტროლის წითელი დერეფანი განუსაზღვრეს. აღნიშნული ტვირთის კამერალური და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, 10192 ლარის ღირებულების არადეკლარირებული საქონელი (ტანსაცმელი) აღმოჩნდა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს შეეფარდა ფულადი ჯარიმა 10 192 ლარის ოდენობით.

აღნიშნულ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა