ფინანსთა მინისტრი - ვიმედოვნებთ, რომ 2021 წელს იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამის ამ სახით გაგრძელების საჭიროება არ იქნება

ვიმედოვნებთ, რომ 2021 წელს იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამის ამ სახით გაგრძელების საჭიროება არ იქნება,- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც უპასუხა „ინტერპრესნიუსის“ კითხვას იმასთან დაკავშირებით, იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამის 70 მილიონ ლარიანი ბიუჯეტიდან რამდენი ლარია ათვისებული და გაგრძელდება თუ არა ეს პროგრამა 2021 წელს.

როგორც მაჭავარიანმა განაცხადა, საქართველოში უძრავი ქონების სექტორი ერთ-ერთი წამყვანია, რის გამოც 2020 წელს არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით აღნიშნული პროგრამის ამოქმედება სწორი ნაბიჯი იყო.

„საკმაოდ დიდი ნაწილია ათვისებული. დინამიურია, დაახლოებით 60%-ზე მეტი იყო, თუ არ მეშლება. გაგრძელება ამ ეტაპზე არ იგეგმება, რადგან ამით საკმაოდ დიდი სტიმული მივეცით ამ სექტორს. თქვენ იცით, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური დაღმასვლა გვაქვს, ამ სექტორში ზრდა საკმაოდ შთამბეჭდავია. ლომის წილი ამ პროგრამასაც ეუთვნის. მგონია, რომ იმ მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც 2020-ში გვქონდა, სწორად მოვიქეცით. იმიტომ, რომ ეს სექტორი საქართველოში მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი წამყვანია. მნიშვნელოვანია, რომ ეს სექტორი უსაფრთხოდ გრძნობდეს თავს, შესაბამისად ეს იყო სწორი ნაბიჯი. თუმცა, ვიმედოვნებთ, რომ ამ პროგრამის ამ სახით გაგრძელების საჭიროება არ იქნება“,- განაცხადა მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უძრავი ქონების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში იპოთეკური სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამა, რომლის ბიუჯეტი 70 მილიონი ლარია, 28 მაისს წარადგინა. შესაბამისი დადგენილება კი მთავრობამ 25 ივნისს მიიღო. პროგრამის ფარგლებში სუბსიდირება იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის 4%-ს ეხება და სესხის აღებიდან 5 წლის განმავლობაში გრძელდება. ამასთან, სუბსიდირება გაიცემა არაუმეტეს 200 000 ლარის ოდენობის იპოთეკურ სესხებზე და მხოლოდ მათ შეეხებათ, ვინც სესხს 2020 წლის 1-ელი ივნისიდან 2021 წლის 1-ელ იანვრამდე აიღებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა