ნათია თურნავა PwC-სა და ინვესტორთა საბჭოს მიერ კოვიდ 19-ით გამოწვეულ პრობლემებთან დაკავშირებით ჩატარებულ ბიზნესის კვლევას გაეცნო

გლობალური პანდემიის პირობებში, რაც დიდი გამოწვევაა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, მივესალმებით ინვესტორთა საბჭოს დახმარებას, კერძოდ, საბჭო, საერთშორისო აუდიტორულ კომპანია PwC-თან ერთად, პერიოდულად ატარებს და გვაწვდის კვლევებს, თუ რა პროცესები მიმდინარეობს მცირე და საშუალო ბიზნესში პანდემიიდან გამომდინარე, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მინისტრის თქმით, რამდენიმე თვის წინ ჩატარებულმა პირველმა კვლევამ, რომელიც პანდემიის პირველ ეტაპზე ჩატარდა, საკმაოდ რთული შედეგები და პესიმისტური მოლოდინი აჩვენა. თუმცა, ნათია თურნავას განცხადებით,ბოლო კვლევა უფრო ოპტიმისტურ სურათს აჩვენებს იქიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფო ძალიან აქტიურად ეხმარება ბიზნესის სხვადასხვა სექტორს, მცირე და საშუალო ბიზნესს, რომ შეინარჩუნოს სიცოცხლისუნარიანობა, განვითარდეს და გაუმკლავდეს პანდემიას, ასევე იქიდან გამომდინარე, რომ ეკონომიკური მაჩვენებლებიც უფრო უმჯობესდება, ბოლო კვლევა უფრო ოპტიმისტურ სურათს აჩვენებს .

„ბოლო კვლევის თანახმად, ბევრმა ბიზნესმა შეძლო და შეინარჩუნა საკუთარი შემოსავლები, დასაქმების მაჩვენებელიც, რომელიც თავიდან იყო უფრო ნეგატიური. თუმცა, თანდათან გამოსწორდა, ასევე მოლოდინებიც არის უფრო ოპტიმისტური. ამ ფაქტორებზე დადებითად იმოქმედა ცნობებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის წარმოების დაწყებაზე გავრცელებულმა ინფორმაციამ. ასევე მოქმედებს ისიც, რომ ჩვენ ვაგრძელებთ მცირე და საშუალო ბიზნესის დახმარებას, ახალ პაკეტს ვამზადებთ, ეს ყველაფერი მათზე დადებითად აისახება და ამას PwC-ის კვლევაც აჩვენებს“, - აღნიშნა ნათია თურნვამ.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და დიდი ბრიტანეთის კარგი მმართველობის ფონდის მხარდაჭერით, ინვესტორთა საბჭომ, „პრაისუოთერჰაუს კუპერს საქართველოსთან“ თანამშრომლობით ჩაატარა ბიზნესის კვლევა კოვიდ-19-ით გამოწვეულ პრობლემთან დაკავშირებით.

მათივე ცნობით, მსგავსი კვლევა უკვე მეორე ჩატარდა. პირველი კვლევა მოიცავდა აპრილი - მაისის პერიოდს, ხოლო მეორე კვლევა - სექტემბერი - ოქტომბერს. გამოიკითხა 750-მდე კომპანია, რომლის დროსაც მოხდა სხვადასხვა სექტორში მომუშავე კომპანიების საჭიროებების სიღრმისეული შესწავლა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა