ზაალ უდუმაშვილი - სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ზუსტად არის აღწერილი ის დარღვევები, რაც არჩევნებზე იყო

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ოპოზიციას არ მოუწოდებს, რომ პარლამენტში არ შევიდეს, რადგან დიპლომატურ ენაზე ასეთი მოწოდება არ შეიძლება.

მისი თქმით, სახელწმიფო დეპარტამენტის განცხადებაში ზუსტად არის აღწერილი ის დარღვევები, რომელიც არჩევნებზე იყო.

„არცერთი ჩვენი მეგობარი ქვეყანა, არცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია არ მოგვიწოდებს ოპოზიციას, არ შეხვიდეთ პარლამენტშიო. დიპლომატურ ენაზე ასეთი მოწოდება არ შეიძლება, მაგრამ სახელმწიფო დეპარტამენტის ამავე განცხადებაში ზუსტად არის აღწერილი ის დარღვევები, რომელიც არჩევნებზე იყო, ასევე ღიად არის ნათქვამი, რომ საქართველოს მოსახლეობა არ ენდობა ცესკოს და არ ენდობა სასამართლოს, რითაც აბსოლუტურად ყველაფერი ნათქვამია, რადგან როდესაც არ ენდობი ცესკო-ს, რომელმაც შედეგები დათვალა, არ ენდობი სასამართლოს, რომელმაც არცერთი შენი სარჩელი არ განიხილა და ძალაში დატოვა ცესკო-ს მიერ დაწერლი ციფრები, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი ამ ყველაფერზე. შესაბამისად, ჩვენი პროტესტი არის ის, რომ ჩვენ არ შევდივართ პარლამენტში“,-განაცხადა უდუმაშვილმა.

მისი თქმით, ამერიკულმა მხარემ სრული ინფორმაცია მიიღო იმის შესახებ, თუ როგორი მძიმე პოლიტიკური ვითარებაა დღეს ქვეყანაში.

„ჩვენი რეგიონისთვის და ქვეყნისთვისაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როდესაც აშშ-ს სახელმწიფო მდივანი საქართველოში ჩამოსდის. საქმის კურსში არ ვარ დახურულ კარს მიღმა რა საკითხები იხილებოდა, თუმცა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, ყველას ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ჩვენს რეგიონს ეხება და რეგიონშიც კარგად ვიცით, რომ ძალიან რთული ვითარებაა. შეხვედრა გაიმართა სამოქალაქო სექტორთან, სახელმწიფო მდივნის მოადგილე შეხვდა ოპოზიციას. შესაბამისად, სრული ინფორმაცია მიიღეს იმის შესახებ, თუ როგორი მძიმე პოლიტიკური ვითარებაა დღეს ქვეყანაში“,-განაცხადა უდუმაშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, „ოპოზიციის მხრიდან ბოიკოტის გამოცხადება, იგივეა, რაც უკვე ნანახი ფილმის ხელახლა ნახვა“. დეპარტამენტის მაღალი რანგის პირის თქმით, ისინი ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა