ლევან თარხნიშვილი - არც ერთი ოპოზიციური კანდიდატი და  არც ერთი ოპოზიციური პარტია მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას არ გეგმავს

„ევროპული საქართველოს" წევრის, ლევან თარხნიშვილის განცხადებით, არც ერთი ოპოზიციური კანდიდატი და არც ერთი ოპოზიციური პარტია არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას არ გეგმავს. როგორც მან ჟურნალისტებთან განმარტა, „ევროპულმა საქართველომ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კომისიის წევრები და მათი წარმომადგენლები გაიწვიეს.

„დღეს ოპოზიციური პარტიები იმისთვის შევიკრიბეთ, რომ კიდევ ერთხელ ვიმსჯელოთ, თუ როგორია ჩვენი მომავლის გეგმები. ვაპირებთ, დავიგეგმოთ 21 ნოემბრის გარშემო, როდესაც იქნება მეორე ტური. ერთი რამ შემიძლია ახლავე განვაცხადო, არც ერთი ოპოზიციური კანდიდატი და არც ერთი ოპოზიციური პარტია მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას არ გეგმავს. „ევროპულმა საქართველომ“ და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩახსნა კომისიის წევრები და წარმომადგენლები. შესაბამისად, ისევე როგორც პარლამენტში, ასევე კომოსიებშიც 21 ნოემბერს „ქართული ოცნება“ მარტო იქნება. „ევროპულმა საქართველომ“ თავიდანვე დააფიქსირა პოზიცია, რომ ჩვენთვის მიუღებელია ე.წ. სირცხვილის კორიდორები. შესაბამისად, ეს არ იქნება ერთობლივი აქცია“,-განაცხადა თარხნიშვილმა.

მისი განმარტებით, ოპოზიციამ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების პირველ და მეორე რაუნდზე კონკრეტული მოთხოვნები წამოაყენა, თუმცა „ქართულ ოცნებას“ აბსურდული წინადადებები ჰქონდა“.

„პირველ და მეორე რაუნდში ჩვენი მხრიდან წარდგენილი იყო კონკრეტული მოთხოვნები და წინადადებები. „ქართული ოცნება“ ერთხელაც და მეორადაც მოვიდა არარეალისტური წინადადებებით, რომელიც ყველასთვის მიუღებელია. ეს დაფიქსირდა როგორც ოპოზიციური პარტიების მიერ, ასევე ელჩებმაც დაინახეს, რომ არასერიოზული წინადადები ჰქონდათ. ახლა ბურთი არის მათ მოედანზე. ჩვენ კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ, რომ ჩიხიდან გამოსასვლელი ერთადერთი გზა არის ახალი არჩევნები. ჩვენ მზად ვართ დეტალებზე ვილაპარაკოთ, ასევე იმ თემაზე, თუ როდის და რა ფორმით ჩატარდება ახალი არჩევნები, რომელიც ახალმა საარჩევნო ადმინისტრაციამ უნდა ჩატააროს. ასევე, როდის მოხდება პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ამ თემებზე მზად ვართ ვისაუბროთ, მაგრამ წინაპირობა არის ხელახალი არჩევნები“,-განაცხადა თარხნიშვილმა.

ცნობისთვის, „ლელო საქართველოსთვის“ ოფისში ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს. როგორც „ლელოს“ ერთ-ერთმა წევრმა, საბა ბუაძემ განაცხადა, დღევანდელ შეხვედრაზე 21 ნოემბერს დაანონსებული აქციის ფორმაზე იმსჯელებენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა