ანონსი 20 ნოემბერი

20 ნოემბერს, 10:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 8 არასრულწლოვნის სასამართლო პროცესი გაიმართება.

20 ნოემბერს, 11:00 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში მინისტრის პირველი მოადგილე კახა საბანაძე ბრიფინგს გამართავს.

მის: გულუას ქ. N10 (შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობა)

20 ნოემბერს, 11:00 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაცია „HUB Georgia“-ს დამფუძნებელი გიორგი კოდუა პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: მიმართვა ხელისუფლებას და მოწოდება, დროულად მიიღოს შესაბამისი ზომები, რათა საქართველომ არ დაკარგოს ჰაბის ფუნქცია.

მის: ორბელიანის მოედანი (ვეკუას ქ. N3, ,,პირიმზე პლაზა“, მე-4 სართული).

საკონტაქტო: ერეკლე თამაზაშვილი - 579 008 837

20 ნოემბერს, 12:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას" პრესკლუბში საზოგადოებრივი მოძრაობა "მარო მაყაშვილის" დამფუძნებლები ლიკა გამრეკელი და შაკო კუჭაშვილი განცხადებას გააკეთებენ.

თემა: არჩევნების მეორე ტური. ნიკა მელიას განცხადება.

მის: კოსტავას ქ.47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

20 ნოემბერს, 12:00-ზე საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის საექსპერტო საზოგადოება პოლიტიკური კრიზის გამოსვლის გეგმის განსახილველად შეხვედრას გამართავს.

მის:კოსტავას 75 ბ

საკონტაქტო: ნინო ხომერიკი 599 88 15 05

20 ნოემბერს, 12:00 საათზე პროფკავშირების გაერთიანების ცენტალური ოფისის ეზოში, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირი დაზარალებულ დასაქმებულებთან ერთად პრესისთვის სპეციალურ განცხადებას გააკეთებს.

მის: ვაჟა-ფშაველას 1/43

საკონტაქტო: გიორგი დიასამიძე - 592 21 00 21

20 ნოემბერს, 14:00 საათზე, „ლელოს" ოფისში ოპოზიცის ლიდერების შეხვედრა გაიმართება.

მის.: ვასო აბაშიძის #6

20 ნოემბერს, 14:00 საათზე, მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მსჯავრდებული არასრულწლოვნების სასჯელის დანიშვნის სხდომა გაიმართება.

20 ნოემბერს, 14:00 საათზე, "ლელოს" გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე და პარტიის ერთ ერთი ლიდერი გრიგოლ გეგელია სამუშაო შეხვედრას გამართავენ ევროკავშირისა და აშშ ს ელჩებთან მიმდინარე პოლიტიკურ პროცესთან დაკავშირებით.

მის.: საირმის 98. ევროკავშირის ელჩის რეზიდენცია.

საკონტაქტო: 577 62 44 45

20 ნოემბერს, 17.00 საათზე, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი გაიმართება.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია