მიხეილ დუნდუა - „გლობალური კეთილდღეობის ინდექსში" საქართველოს აქვს ისტორიული მაქსიმუმი, რაც მნიშვნელოვანი წარმატებაა ჩვენი ქვეყნისთვის

„გლობალური კეთილდღეობის ინდექსში" საქართველოს ისტორიული მაქსიმუმი აქვს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი წარმატებაა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ „გლობალური კეთილდღეობის ინდექსის" კვლევაში საქართველოს მიერ მიღწეული შედეგის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, 2020 წელს საქართველო კეთილდღეობის მსოფლიო რეიტინგში უსწრებს ყველა მეზობელ ქვეყანას, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან კი მხოლოდ ბალტიისპირეთს ჩამორჩება.

„ყველაზე სასიხარულოა, რომ ანგარიშში საქართველოს დაეთმო სპეციალური თავი, სადაც ჩვენი ქვეყანა დასახელდა ღია აღმშენებლობის, მდგრადი და კონკურენტუნარიანი ეკონომიკური განვითარების ყველაზე თვალსაჩინო, დამაჯერებელ მაგალითად. აქ განხილულია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ინვესტორთა დაცულობა, საგადასახადო რეფორმა, რაც ჩვენი ფისკალური პოლიტიკის წარმატებაზე მიუთითებს. ანგარიში ცალსახად პოზიტიურია და მასში საქართველო გამორჩეულია, როგორც ქვეყანა, რომელმაც ბოლო წლებში ბევრი გააკეთა, რათა განვითარების სწორ გზაზე დამდგარიყო, რაც გულისხმობს ქვეყნის მიზანს მიაღწიოს სიღარიბიდან კეთილდღეობამდე", - განაცხადა დუნდუამ.

საქართველომ 2020 წლის „კეთილდღეობის ინდექსში" შეფასების 100%-იანი შკალიდან 61.8% მიიღო და სარეიტინგო პოზიცია 53-ე ადგილზე შეინარჩუნა.

ეკატერინე ციმაკურიძე - განსაკუთრებული პრობლემაა ხელისუფლების მცდელობები თავი აარიდოს 19 აპრილის შეთანხმების ისე შესრულებას, როგორც ეს თავად ამ შეთანხმებითაა ნაგულისხმევი
ქართული პრესის მიმოხილვა 25.06.2021
სტეპან გრიგორიანი - ფაშინიანმა არჩევნები იმის გამო მოიგო, რომ სომეხმა ხალხმა ყარაბაღის ომში დამარცხება მას არ დაუკავშირა
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ანა კეკელიძე - საპენსიო სააგენტოს ამოცანას წარმოადგენს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მომსახურების დანერგვა
"ლიბერთი ბანკი" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი და "ტოიოტა კავკასიის" პრეზიდენტი "ტოიოტა ცენტრ ბათუმს" ესტუმრნენ
Hotsale.ge-ის აქცია - დამატებით 20%-მდე დანაზოგი ტექნიკასა და სასტუმროებზე „კრედო  ბანკის“ განვადებით სარგებლობისას
ქობულეთში შატოს ტიპის ახალი კომპლექსი „შატო კვირიკე“ გაიხსნა
„მაკდონალდსის“ ინვესტიციით საქართველოში პურ-ფუნთუშეულის საწარმო „ბრედფილდი“ იხსნება