ჯანმო - „რემდესივირის“ მიღება ჰოსპიტალიზებული პაციენტებისთვის რეკომენდებული არ არის

კომპანია „გილიადის” მიერ შექმნილი პრეპარატის, „რემდესივირის“ მიღება ჰოსპიტალიზებული პაციენტებისთვის რეკომენდებული არ არის, მიუხედავად იმისა, თუ როგორია მათი მდგომარეობა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ.

ორგანიზაციის განმარტებით, მათი დასკვნა ემყარება ოთხ საერთაშორისო კვლევას, რომელშიც კოვიდ 19-ის დიაგნოზით ჰოსპიტალიზებული 7 000-მდე პაციენტი მონაწილეობდა და რომელმაც დაადასტურა, რომ „რემდესივირი“ არ ამცირებს პაციენტებში ლეტალობის შემთხვევებს, ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის საჭიროებას, კლინიკური გაუმჯობესების დროს და სხვა მაჩვენებლებს.

აღსანიშნავია, რომ „რემდესივირი“, როგორც კოვიდ 19-ის სამკურნალო საშუალება, მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაშია ნებადართული ან დამტკიცებული. პრეპარატი კორონავირუსით ინფიცირებული აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სამკურნალოდაც გამოიყენეს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია