საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აბიტურიენტებს STEM საგნებში უფასო მოსამზადებელ კურსებს სთავაზობს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აბიტურიენტებს STEM საგნებში მოსამზადებელ ონლაინ კურსებს უსასყიდლოდ სთავაზობს. უფასო მოსამზადებელ კურსებზე რეგისტრაციას და სასურველი მოდულის - „მათემატიკა + ფიზიკა“ ან „მათემატიკა + ქიმია“ არჩევას ნებისმიერი მსურველი 20-დან 30 ნოემბრის ჩათვლით შეძლებს, - ამის შესახებ ინფორმაციას სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოში მცხოვრებ აბიტურიენტებს სტუ-ის უფასო მოსამზადებელ ონლაინ კურსებზე რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ სპეციალური გვერდიდან - abiturienti.gtu.ge ; უფასო მოსამზადებელი ოლაინ კურსები კი აბიტურიენტებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ელექტრონული სწავლების პლატფორმაზე - elearning.gtu.ge - კვირაში 2-ჯერ, შესაბამისი ცხრილის მიხედვით ჩაუტარდებათ.

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე აღნიშნავს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია, უმაღლესი განათლება ხელმისაწვდომი გახადოს ნიჭიერი და მოტივირებული ახალგაზრდებისათვის და ამავე დროს, STEM საგნების პოპულარიზაციასაც შეუწყოს ხელი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მყარი საფუძველი მათემატიკასი იმ აბიტურიენტებისთვის, რომელებიც თავის სამომავლო პროფესიად ინჟინერიას განიხილავენ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, უდიდესი პროფესიული ცოდნითა და ახალგაზრდებთან ეფექტიანი მუშაობის გამოცდილებით, დაეხმარებიან აბიტურიენტებს მიიღონ საფუძვლიანი ცოდნა მათემატიკაში, ეროვნული გამოცდებით გათვალისწინებული სასწავლო გეგმის შესაბამისად.

რექტორის განცხადებით, იმ აბიტურიენტებითვის, რომლებიც უფასო მოსამზადებელ კურსებზე ისწავლიან და შემდეგ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში წარმატებით ჩააბარებენ, სწავლის პროცესში წამახალისებელი ღონისძიებები გატარდება.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ახალგაზრდებს სრულიად უსასყიდლოდ სთავაზობს მოსამზადებელ ონლაინ კურსებს ორი მოდულის მიხედვით. ორივე მოდულში წამყვანი საგანი მათემატიკაა. მათემატიკასთან ერთად აბიტურიენტები, სურვილის მიხედვით, შეისწავლიან ფიზიკას ან ქიმიას. ეს ჩვენი უნივერსიტეტის საჩუქარი და მხარდაჭერაა მოტივირებული ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც სურთ სწავლა საინჟინრო-ტექნიკური პროფილის მქონე უნივერსიტეტში გააგრძელონ“, - აცხადებს რექტორი დავით გურგენიძე.

სტუ-ს განმარტებით, კატეგორიაში - „აბიტურიენტი“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მოიაზრებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებისა და რეგიონების საჯარო სკოლების დამამთავრებელი (XI – XII) კლასების მოსწავლეებსა და 20 წლის ჩათვლით სკოლადამთავრებულ იმ მოქალაქეებს, რომლებიც არ სწავლობენ უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებებში. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უფასო მოსამზადებელი ონლაინ კურსების დაწყების თარიღის შესახებ ინფორმაციას რეგისტრირებული აბიტურიენტები ინდივიდუალურად, ელექტრონული ფოსტით და/ან sms-შეტყობინებით მიიღებენ. უფასო მოსამზადებელ ონლაინ კურსებზე დასასწრებად აბიტურიენტს არ დასჭირდება რაიმე განსაკუთრებული აღჭურვილობა. საჭიროა მხოლოდ: წვდომა ინტერნეტთან, კომპიუტერი ან სმარტფონი, ყურსასმენი, რვეული და კალამი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა