ირმა ინაშვილის განცხადებით, ევროკავშირის ელჩთან დააფიქსირა საკუთარი პარტიის პოზიცია, რომ შექმნილი კრიზისიდან გამოსასვლელად ახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის ირმა ინაშვილის განცხადებით, საქართველოში ევროკავშირის ელჩ, კარლ ჰარცელთან შეხვედრისას მან კიდევ ერთხელ დააფიქსირა საკუთარი პარტიის პოზიცია, რომ შექმნილი კრიზისიდან გამოსასვლელად ახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს. როგორც მან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განმარტა, კარგი იქნებოდა, ქართულ პოლიტიკურ სპექტრს დამოუკიდებლად მიეღო გადაწყვეტილებები, თუმცა ის ამისთვის ჯერ მზად არ არის.

„ძალიან ვაფასებ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობას ამ პროცესში. ძალიან დიდ ძალისხმევას ხარჯავენ იმაში, რომ კონკრეტულ კონსენსუსამდე მივიდეთ ისე, როგორც ეს მოხდა 8 მარტის შეთანხმების პერიოდში. ეს არის ძალიან დიდი ძალისხმევა. საერთოდ, კარგი იქნება, რომ ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა დამოუკიდებლად მივიღოთ გადაწყვეტილებები და დამოუკიდებლად მივიდეთ შეთანხმებამდე, მაგრამ როგორც ჩანს, სამწუხაროდ, ამისთვის ქართული პოლიტიკური სპექტრი მზად არ არის. ამიტომაც, ამ პროცესში აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ მეგობრული ურთიერთობა გვაქვს საქართველოში ევროკავშირს ელჩთან. ახლა კიდევ ერთხელ გავცვალეთ მოსაზრებები, კიდევ ერთხელ დავაფიქსირე ჩვენი პარტიის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ შექმნილ ვითარებაში გამოსავალი მხოლოდ და მხოლოდ ხელახალი არჩევნების დანიშვნაა. ეს იქნება 45 დღეში თუ გაზაფხუზე, ყველა შემთხვევაში, ახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს. ეს პოზიცია დავაფიქსირე დღევანდელ შეხვედრაზე, ამ პოზიციას ვაფიქსირებ მედიასთანაც და დამოუკიდებელი შეხვედრების დროსაც“,-განაცხადა ინაშვილმა.

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის თქმით, ის რომ ხელისუფლების სათავეში იყოს, შექმნილ პოლიტიკურ კრიზისში ახალ არჩევნებს დანიშნავდა.

„მე რომ ვიყო ხელისუფლება და ასეთ პოლიტიკურ კრიზისში ვიყო, გამოვიდოდი და ვიტყოდი, არ მეშინია კიდევ ერთხელ დავდო შედეგი, არ მეშინია ხელახალი არჩევნების ჩატარების, არ გავაღრმავებ პოლიტიკურ კრიზისს და დავნიშნავ ხელახალ არჩევნებს ვთქვათ გაზაფხულზე, მოვამზადებ სათანადო საკანონდებლო ცვლილებებს ოპოზიციასთან ერთად და კიდევ ერთხელ დავდებ შედეგს“,-განაცხადა ინაშვილმა.

მან „ქართულ ოცნებას“ შესთავაზა, მეცხრე მოწვევის პარლამენტმა ჩაატაროს რიგგარეშე სხდომა.

„მე ვთავაზობ „ოცნებას“, მეცხრე მოწვევის პარლამენტმა ჩაატაროს რიგგარეშე სხდომა. შეუძლია მას ამის გაკეთება. მეცხრე მოწვევის პარლამენტს შეუძლია კონკრეტული ცვლილებების განხორციელებაც და სხვათაშორის, შესაძლებელია, მეცხრე მოწვევის პარლამენტს კიდევ გაუხანგრძლივდეს საქმიანობის ვადა და ამ პერიოდში განვახორციელოთ ეს ცვლილებები. სხვადასხვა ვარიენტებზე შეგვიძლია მსჯელობა და განხორციელება“,-განაცხადა ინაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა