შაქარაშვილის საქმის პროკურორის განცხადებით, არაერთი დამაჯერებელი მტკიცებულება წარადგინეს, რომ ექვსივე ბრალდებული ნამდვილად არის დამნაშავე ბრალად შერაცხულ ქმედებაში

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორის, ნანა გუგუტიშვილის განცხადებით, არასრულწლოვნობა ბრალის ჩადენის დროს, ბრალის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რასაც სასამართლო დღევანდელ სხდომაზე გაითვალისწინებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან, მცხეთის რაიონულ სასამართლოში განაცხადა, სადაც დღეს ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მსჯავრდებული 6 პირის სასჯელის სახეს და ზომას განსაზღვრავენ.

გუგუტიშვილის თქმით, ბრალდების მხარემ წარადგინა არაერთი დამაჯერებელი მტკიცებულება, რითაც სასამართლო უტყუარად დარწმუნდა, რომ ექვსივე პირი ნამდვილად არის დამნაშავე ბრალად შერაცხულ დანაშაულებრიც ქმედებაში.

„კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ აღნიშნული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარემ წარმოადგინა არაერთი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რითიც სასამართლო უტყუარად დარწმუნდა იმაში, რომ ექვსივე პირი, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანები, ბრალდებულები ნამდვილად არინ დამნაშავეები ბრალად შერაცხულ დანაშაულებრივ ქმედებაში. სასამართლომ მტკიცებულებებზე დაყრდნობით თითოეული მათგანი სცნო დამნაშავედ ბრალად წარდგენილ ქმედებაში, ეს არის ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა და თავისუფლების უკანონო აღკვეთა",-განაცხადა პროკურორმა.

ცნობისთვის, მცხეთის რაიონულ სასამართლოში დღეს ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მსჯავრდებული 6 პირის სასჯელის დანიშვნაზე სხდომა გაიმართება.

როგორც ცნობილია, 13 ნოემბერს მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული - ზ.ხ., აკაკი ქვრივიშვილი, ნიკოლოზ ცუცქირიძე, ლაშა შერმადინი, გიორგი მერაბიშვილი და ნიკოლოზ ქანაშვილი დამნაშავედ ცნო.

დაკავებულ პირებს - ლაშა შერმადინს, ნიკოლოზ ცუცქირიძესა და გიორგი მერაბიშვილს ჯგუფურ ძალადობას, ორგანიზებას და მასში მონაწილეობას, აკაკი ქვრივიშვილს, ნიკოლოზ ქანაშვილს და ზ.ხ.-ს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, ზ.ხ.-ს და აკაკი ქვრივიშვილს ასევე თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებოდნენ, რაც დაზარალებულ გურამ ამირხანაშვილისთვის თავისუფლების აღკვეთას მოიცავდა.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სულ 17 პირია დაკავებული, მათგან 6 არასრულწლოვანი იყო, ამჟამად კი, ყველა მათგანი, ზ.ხ.-ს გარდა, სრულწლოვანია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა