ზაალ უდუმაშვილი გერმანიის ელჩის განცხადებაზე - ვეთანხმებით, რომ დასაკარგი დრო არ გვაქვს - იმედია, ხელისუფლება აცნობიერებს ამ გზავნილს, რადგან ადრესატი მხოლოდ ოპოზიცია არ არის

„ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი ახალი არჩევნების ჩატარებაა.

„უპირველეს ყოვლისა, ხელისუფლებისგან ველოდებით ამ ნაბიჯის გადადგმას, რადგან ოპოზიცია ვერ დანიშნავს ახალ ან ვადამდელ არჩევნებს, ეს ხელისუფლების გადასაწყვეტია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შექმნილი ვითარებიდან გამოსასვლელად ახალი არჩევნებია საჭირო, ეს რიგგარეშე იქნება, ვადამდელი თუ ხელახალი, ამ საკითხზე კი ბატონო, ვიმსჯელოთ“,-განაცხადა უდუმაშვილმა.

მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან ყველა წინადადება უნდა ეხებოდეს ქვეყანაში ახალი არჩევნების დანიშვნას, რადგან ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.

გარდა ამისა, უდუმაშვილმა გერმანიის ელჩის განცხადებაც შეაფასა, რომელიც მიიჩნევს, რომ „საქართველოს დასაკარგი დრო არ აქვს“.

„ვეთანხმებით, რომ დასაკარგი დრო ნამდვილად არ გვაქვს. ახლა ყოველ დღეს და საათს მნიშვნელობა აქვს. იმედია, რომ ხელისუფლება აცნობიერებს ამ გზავნილს, რადგან ადრესატი მხოლოდ ოპოზიცია არ არის“,-განაცხადა უდუმაშვილმა.

ცნობისთვის, გერმანიის ელჩმა საქართველოში ჰუბერტ ქნირშმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ „საქართველოს დასაკარგი დრო არ აქვს“.

„არ შეიძლება იმის თქმა, რომ - „შეიძლება არჩევნები მომავალში უკეთესად ჩატარდეს და მაშინ მივიღებ მონაწილეობას პოლიტიკურ პროცესებში“, არამედ ახლა უნდა იმუშაოს ყველამ იმისთვის, რომ ქვეყანაში სიტუაცია უკეთესი გახდეს და ქვეყანა გამოწვევებს გაუმკლავდეს“,-განაცხადა ელჩმა.

ჰუბერტ ქნირში ფიქრობს, რომ ძალიან კარგია ის მოლაპარაკებები, რომელიც ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ფასილიტატორების ჩართულობით ტარდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა