ზურაბ ჯაფარიძე - ჩავთვალოთ, რომ იყო მე-3  რაუნდისთვის მოსამზადებელი შეხვედრა, სადაც ფასილიტატორები ცდილობენ ოპოზიციის პოზიციებსა და ხელისუფლებას შორის დაახლოების წერტილები იპოვონ

ჩავთვალოთ, რომ იყო მესამე რაუნდისთვის მოსამზადებელი წინასწარი შეხვედრა, -ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ საქართველოში ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, შეხვედრაზე კონკრეტული გზავნილები არ ყოფილა.

„ამ შეხვედრის მიზანი არ ყოფილა ჩვენ რაღაც გზავნილები მიგვეღო. შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ეს იყო შეხვედრები, რომელსაც მართავენ ელჩები იმისთვის, რომ მოამზადონ მოლაპარაკებების მესამე რაუნდი. ჩავთვალოთ, რომ იყო მესამე რაუნდისთვის მოსამზადებელი წინასწარი შეხვედრა, სადაც ფასილიტატორები ცდილობენ ოპოზიციის პოზიციებსა და ხელისუფლებას შორის დაახლოების წერტილები იპოვონ. ოპოზიციის პოზიცია არ შეცვლილა არცერთ რაუნდზე. ჩვენ ვართ ბოიკოტის რეჟიმში, მთავარი მოთხოვნა არის ხელახალი არჩევნები. არ ვიცი „ქართული ოცნება“ წავა თუ არა კომპრომისზე, ამისთვის არსებობს ეს მოლაპარაკებები, რომ მივაღწიოთ ამ ტიპის პოლიტიკურ შეთანხმებას“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა