საუბნო საარჩევნო კომისიები ხვალ 12-კაციანი შემადგენლობით ვერ იმუშავებენ

საუბნო საარჩევნო კომისიები ხვალ 12-კაციანი შემადგენლობით ვერ იმუშავებენ. როგორც ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა, ,,ნაციონალურ მოძრაობას" და "ევროპულ საქართველოს" არჩევნების მეორე ტურზე, ხვალ, უბნებზე კომისიის წევრები არ ეყოლებათ. მისივე თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას" ასევე არ ეყოლება უბნებზე სუბიექტების წარმომადგენლები და საოლქო საარჩევნო კომისიებიდან გაწვეული ჰყავთ კომისიის წევრები.

იოსელიანის თქმით,უბნებზე რჩება, "ქართული ოცნების" და "პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენლები და ასევე ოლქის მიერ არჩეული წევრები.

ამასთან, იოსელიანის განმარტებით, წევრების და წარმომადგენლების გაწვევის მოთხოვნით აღნიშნულმა პარტიებმა ცესკოს უკვე მიმართეს. მისივე თქმით, ასევე ფორმალურად კანდიდატი გაიწვია "ლეიბრისტულმა პარტიამაც".

"ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ლეიბორისტულმა პარტიამ" მოგვმართა წერილობით, რომ მათი მაჟორიტარობის კანდიდატები მოგვეხსნა არჩევნებიდან, თუმცა, საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად მათი კანდიდატები რჩებიან საარჩევნო ბიყლეტენზე. იცით, რომ საარჩევნო კომისიები 12-კაციანი შემადგენლობით მუშაობენ, ახლა კი იქნება 10-კაციანი შემადგენლობები. თუმცა, ეს არ შეუშლის ხელს საარჩევნო პროცესს და ჩვეულებრივი წესით წარიმართება პროცედურა. რაც შეეხება შემაჯამებელ ოქმზე ხელმოწერას, საუბნო საარჩევნო კომისიის მაჟორიტარულ ოქმზე ხელს მოაწერენ ის წევრები, ვინც ადგილზე იქნებიან. ეს არჩევნების პროცესზე არანაირ გავლენას არ მოახდენს. იცით, რომ თუ 7 კაცზე ნაკლები იქნება კომისიაში, ამ შემთხვევაში სპეცუბნის სტატუსი მიეცემა ამ საუბნო საარჩევნო კომისიას, მივა შეტყობინება საოლქო საარჩევნო კომისიაში და საოლქო საარჩევნო კომისია უზრუნველყოფს წევრების მივლინებას უბნებზე. საუბნო საარჩევნო კომისიას 7-კაციანი შემადგენლობითაც შეუძლია გააგრძელოს მუშაობა. ეს კანონით დაცული ნორმაა და არანაირი გამონაკლისი არ არსებობს",- განაცხადა იოსელიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა