ტრენინგი „სამეცნიერო კომუნიკაციის აქტივობების მომზადება“ ჩატარდა

ტრენინგი „სამეცნიერო კომუნიკაციის აქტივობების მომზადება“ ჩატარდა. პროექტის „მეცნიერება კაპიტანიას“ ეგიდით, Twinning-ის პროექტის ,,ინტერსექტორული თანამშრომლობის შესაძლებლობების მხარდაჭერა კვლევასა და ინდუსტრიას შორის“ ფარგლებში, ტრენინგი მეცნიერების კომუნიკაციაში დისტანციურ რეჟიმში ჩატარდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, ტრენინგს ორგანიზებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი უწევდა.

„ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა ჯაბა სამუშიამ, საერთაშორისო ექსპერტებმა: დოქტორმა გილბერტ აჰამერიმ (ავსტრია), მუზა კირიუსინამ (ლატვია), აგრეთვე, DAAD-ისა და რუსთაველის ფონდის ერთობლივი კონკურსისა და ახალგაზრდა მეცნიერთა საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებულმა მეცნიერებმა. ტრენინგი მეცნიერების კომუნიკაციაში შემდეგ თემებს მოიცავდა: საკომუნიკაციო სტრატეგია სამიზნე აუდიტორიისათვის, საკომუნიკაციო მესიჯები, საკომუნიკაციო მედიუმი, ენა, დიზაინი და სტრუქტურა, პრეზენტაციის მომზადება, სამეცნიერო პროექტის წარდგენა და ა. შ. საქართველო წელს პირველად უერთდება ევროპელ მკვლევართა ღამეს პროექტით „მეცნიერება კაპიტანია“. მასში მონაწილეობას ევროკავშირისა და ჰორიზონტი 2020-ის ასოცირებული 30 ქვეყანა იღებს. 2020 წლის 27-28 ნოემბერს პროექტის „მეცნიერება კაპიტანია“ ძირითადი ღონისძიებები, ფართომასშტაბიანი, მრავალდარგობრივი, შემეცნებითი, სახალისო, კულტურული, თბილისში, თელავში, ქუთაისში, ბათუმში, ახალციხესა და ზუგდიდში დისტანციურად ჩატარდება. „მეცნიერება კაპიტანია“ მეცნიერების, როგორც საზოგადოების ყველა ფენის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილის, წარმოჩენასა და საქართველოს ფართო საზოგადოებაში მის პოპულარიზაციას ემსახურება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა