კახა კალაძე ოპოზიციაზე - ვიმედოვნებ, მიიღებენ სახელმწიფოებრივად სწორ გადაწყვეტილებას და პარლამენტში მუშაობას გააგრძელებენ

პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე იმედოვნებს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები სახელმწიფოებრივად სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ და პარლამენტში მუშაობას გააგრძელებენ. როგორც მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, ჯერჯერობით „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ელჩებს არ შეხვედრიან.

„ჯერ ელჩებთან შეხვედრა არ ყოფილა. ისინი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ხვდებიან. როგორც კი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან შეხვედრა ჩაინიშნება, ეს ყველაფერი ცნობილი გახდება, როგორც თქვენთვის, ასევე საზოგადოებისთვის. ჩემს მიმართვაში მგონი არაფერია ცუდი. რაც შეეხება კრიზისს, ვიმედოვნებ, რომ ისინი მიიღებენ სახელმწიფოებრივად სწორ გადაწყვეტილებას და პარლამენტში მუშაობას გააგრძელებენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, ქვეყნის იმიჯისთვის. მინდა ელჩებს კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო თანამშრომლისა და მხარდაჭერისთვის. ვფიქრობ, მათი ჩართულობით ეს შესაძლებელი იქნება, დაველოდოთ“,-განაცხადა კალაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა