შალვა პაპუაშვილი - ჩვენს ოპონენტებს რეალობის შეგრძნება დაკარგული აქვთ - ისინი საკუთარ გადაწყვეტილებაში არიან გაჯიუტებული

ჩვენს ოპონენტებს რეალობის შეგრძნება დაკარგული აქვთ - ისინი საკუთარ გადაწყვეტილებაში არიან გაჯიუტებული, - ამის თაობაზე ჟურნალისტებს “ქართული ოცნების“ წევრმა შალვა პაპუაშვილმა განუცხადა. პაპუაშვილის აზრით, “მათი პატივმოყვარეობის საქმეა, რომ ერთხელ ნათქვამი არ გადათქვან“.

“პარტნიორი ქვეყნების ელჩები არ იშურებენ ძალისხმევას იმისთვის, რომ ჩვენს ოპონენტებთან იმუშაონ, რათა საბოლოოდ მოხდეს საერთო გადაწყვეტილების მიღება. ერთი რამ, რასაც ვაკვირდებით, ბოლო პერიოდში არის რომ, მას შემდეგ რაც ემოციები ნელ-ნელა დაცხრა, მას შემდეგ რაც სხვადასხვა დასკვნა გამოქვეყნდა, ყველა, გარდა ჩვენი ოპონენტებისა, ერთ რამეზე თანხმდება - არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და არჩევნების შედეგზე ქართველი ამომრჩევლების ნება აისახა. ერთადერთი ვინც ამას არ ეთანხმება ჩვენი ოპონენტები არიან. ამიტომ ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია მათ კიდევ ერთხელ თვალი გაუსწორონ ამ რეალობას, თვალი გაუსწორონ ქართველი ამომრჩევლის არჩევანს, მათ შორის მათი ამომრჩევლის არჩევანს და ის მანდატი მიიღონ, რომელიც მათ მათმა ამომრჩეველმა მიანიჭა”, - განუცხადა ჟურნალისტებს შალვა პაპუაშვილმა.

მისივე შეფასებით, პარლამენტის ბოიკოტირების საკითხს დიდი მხარდაჭერა არც ოპოზიციურ ამომრჩეველში აქვს და ყველა, ვინც ამ აზრს ეწინააღმდეგება, ოპოზიციის მხრიდან პირად მტრად მოიაზრება.

“ნახეთ თავდასხმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელზე, რომელსაც დღეს ძალიან მკაცრად გამოეხმაურა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი. ასევე დღეს ნახეთ თავდასხმა გერმანიის ელჩზე. ასევე გამოცხადებული თავდასხმა ქართველ მოქალაქეებზე, რომლებიც ხვალ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებენ. იყო საუბარი, გარკვეული სახის დერეფნების მოწყობაზე. ვხედავთ სოციალურ ქსელში იმ ამომრჩევლების დამუნათებას, რომლებიც მეორე ტურში მისვლას აპირებენ“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა