სალომე სამადაშვილი - ან გამოსავალს მოვძებნით ან ძალიან არაპროგნოზირებად გარემოში შევალთ, საიდანაც ქვეყანა როგორ გამოვა, არ მაქვს კარგად წარმოდგენილი

ერთპარტიული პარლამენტი ვერავისთვის გამოსავალი ვერ იქნება - ჩვენ ან გამოსავალს მოვძებნით ან ძალიან არაპროგნოზირებად გარემოში შევალთ, საიდანაც ქვეყანა როგორ გამოვა, არ მაქვს კარგად წარმოდგენილი, - ამის თაობაზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა “პალიტრანიუსის“ გადაცემა “დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

სამადაშვილმა კიდევ ერთელ განმარტა, რომ შესაძლო კომპრომისი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად ჩატარება იყოს, ხოლო მანამდე ტექნიკური პარლამენტი უნდა შეიკრიბოს, რომელიც ქვეყანას შემდგომი არჩევნებისთვის მოამზადებს.

“ჩემი აზრით, ეს შეიძლება ის კომპრომისული ვარიანტი იყოს, რაც ჩიხური ვითარებიდან გამოგვიყვანს, თუმცა ჩემს აზრს სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები არ იზიარებენ. ოპოზიციის მკვეთრი პოზიციაა, ვადამდელი არჩევნები გაზაფხულზე ჩაატარდეს“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

სამადაშვილის შეფასებით, ერთპარტიული პარლამენტის შეკრება სრული კატასტროფა იქნება, ასეთი პარლამენტის შეკრების შემთხვევაში, ჩიხში შედის ყველა და იქმნება სამართლებრივი აბსურდი.

“ამ ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია მათ შორის ჩვენმა თანამოქალაქეებმა დაინახონ, რომ სახელმწიფოებრივ პოზიციას სწორედ ოპოზიცია აფიქსირებს და ხელისუფლებამ სრულად აიღოს პასუხისმგებლობა იმ შედეგებზე, რაც მათ გადაწყვეტილებებს მოჰყვება“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი