ძიუდოს ფედერაცია - ძიუდოისტთა ნაკრებმა პრაღაში ევროპის ჩემპიონატის მეორე დღეს სამი მედალი - ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო მოიპოვა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა პრაღაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მეორე დღეს სამი მედალი - ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ძიუდოს ფედერაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ევროპის ჩემპიონი 20 წლის ტატო გრიგალაშვილი გახდა, რომელსაც უფროსებში ევროპის ჩემპიონატზე დებიუტი ჰქონდა. -81კგ წონითი კატეგორიის ფინალში მან ბულგარელი ივაილო ივანოვი 45 წამში დაამარცხა. მანამდე კი ნახევარფინალში სძლია მსოფლიოს რეიტინგის პირველ ნომერს ბელგიელ მატიას კასეს.

„აღსანიშნავია, რომ მეოთხედფინალში ქართველ ძიუდოისტებს ტატო გრიგალაშვილს და ლუკა მაისურაძეს ერთმანეთთან მოუწიათ დაპირისპირება. ლუკამ შეჯიბრება რეპეშაჟში გააგრძელა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა კიდეც.

-73 კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა ლაშა შავდათუაშვილი, რომელმაც მეოთხედფინალში აზერბაიჯანელ რუსტამ ორუჯოვს მოუგო, ნახევარფინალში - იტალიელ ფაბიო ბაზილეს. ფინალში კი, სადაც ფავორიტად მიიჩნეოდა, დამარცხდა მოლდოველ ვიკტორ სტერპუსთან.

ევროპის ჩემპიონატის დასკვნით მესამე დღეს მედლებისთვის საქართველოს ნაკრების კიდევ 4 ძიუდოისტი იბრძოლებს: ბექა ღვინიაშვილი (-90კგ), ვარლამ ლიპარტელიანი (-100კგ), გურამ თუშიშვილი და ლევან მატიაშვილი (ორივე +100კგ)“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს