ჯორჯიის შტატმა ჯო ბაიდენის გამარჯვება დაადასტურა

ჯორჯიის შტატის მდივანმა ბრედ რაფენსპერგერმა ოფიციალურად განაცხადა, რომ შტატში ბიულეტენების ხელახალმა დათვლამ გამარჯვებული კანდიდატი გამოავლინა და ის ჯო ბაიდენია.

„რიცხვები ასახავს ხალხის განაჩენს და არა შტატის მდივნის ოფისის, სასამართლოების ან რომელიმე კანდიდატის საარჩევნო შტაბის გადაწყვეტილებას,“- განაცხადა ბრედ რაფენსპერგერმა.

ოფიციალური მონაცემების თანახმად, ჯორჯიის შტატში ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპზე 12 670 მეტით ხმა მიიღო.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპი რაფენსპენგერს ჯორჯიის შტატში არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებდა. რამდენიმე დღის წინ რაფენსპერგერმა განაცხადა, რომ შტატში ხმების ხელახალი გადათვლა განხორციელდებოდა. ამერიკული მედიის ბოლო მონაცემების მიხედვით, "დემოკრატიული პარტიის" პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯო ბაიდენმა ამომრჩეველთა კოლეგიის 306 ხმა მიიღო, დონალდ ტრამპმა კი 232.

იხილეთ ვიდეო: ჯორჯიის შტატმა ჯო ბაიდენის გამარჯვება დაადასტურა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა