მედია - ჯო ბაიდენი სახელმწიფო მდივნის პოსტზე ენტონი ბლინკენსა და კრის კუნსს განიხილავს

ჯო ბაიდენი სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველის ყოფილ მოადგილე ენტონი ბლინკენსა და დელავერის შტატის სენატორს კრის კუნსს განიხილავს, - ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ორივე მათგანი ბაიდენთან დაახლოებული პირია და აღნიშნული თანამდებობის მიმართ ინტერესი როგორ კერძო საუბრებში, ასევე საჯაროდ, არაერთხელ გამოუხატავთ.

Associated Press-ი სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მაიკ პომპეოს შემცვლელის ვინაობას ჯო ბაიდენი მომავალ კვირაში დაასახელებს.

ამასთან, The Hill-ი იუწყება, რომ ბარაქ ობამას ადმინისტრაციის ყოფილმა თანამდებობის პირმა გამოცემას დაუდასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჯო ბაიდენმა არჩევანი ტონი ბლინკენზე შეაჩერა და შესაბამისად, მომავალ კვირაში ის მას სახელმწიფო მდივნის პოსტზე წარადგენს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა