ირაკლი კობახიძე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდასხმაზე - სამწუხარო ფაქტია და კარგია, რომ დანაშაული აღკვეთილია

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე გუშინ, წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე განხორციელებულ თავდასხმას გამოეხმაურა. როგორც კობახიძემ განმარტა, სამწუხარო ფაქტი მოხდა, თუმცა, მთავარია, რომ დანაშაული აღკვეთილია.

„რაც შეეხება კრიმინალს, ამასთან დაკავშირებით დეტალურ სტატისტიკას და ინფორმაციას ალბათ, შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოგიდგენთ. ბუნებრივია, ფაქტი არის სამწუხარო და კარგია, რომ დანაშაული აღკვეთილი იქნა“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში 31 წლის მამაკაცი შეიჭრა და 17 ადამიანი მძევლად აიყვანა. თავდამსხმელთან სამართალდამცავების მიერ რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შედეგად, ბრალდებულმა მძევლად აყვანილი ადამიანები ეტაპობრივად გაათავისუფლა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით და 236-მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გრძელდება, რაც ორზე მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს