თურქეთის თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, თურქი ჯარისკაცები აზერბაიჯანში უახლოეს მომავალში გაემგზავრებიან

თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი აცხადებს, რომ რუსეთთან მიღწეული შეთანხმების თანახმად, თურქი ჯარისკაცების აზერბაიჯანში გაგზავნა უახლოეს მომავალში მოხდება. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

”ჩვენი მზადება დასრულებულია. თურქი ჯარისკაცები თავიანთ მოვალეობის შესრულებას აზერბაიჯანში რაც შეიძლება მალე დაიწყებენ”, - განაცხადა ჰულუსი აკარმა.

შეგახსენებთ, სამშაბათს, თურქეთის პარლამენტმა აზერბაიჯანში თურქული ჯარების ერთი წლის განმავლობაში განლაგებას მხარი დაუჭირა. რამდენიმე დღის წინ თურქეთმა და რუსეთმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს ყარაბაღის სამშვიდობო შეთანხმების მონიტორინგის მიზნით თურქეთ-რუსეთის ერთობლივი ცენტრის შექმნის შესახებ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა