შალვა პაპუაშვილი - ისანში გარკვეული პროვოკაცია იგეგმება, რა ეჭვებიც ადამიანების არაბუნებრივი გადაადგილების გამო გაჩნდა

ისნის ერთ-ერთი უბნიდან მოგვივიდა ინფორმაცია, რომ იგეგმება გარკვეული პროვოკაცია, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" პროპორციული სიის წევრმა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კონკრეტული ინფორმაცია არ აქვს, თუმცა ეჭვები პროვოკაციაზე ადამიანების საეჭვო გადაადგილების გამო გაჩნდა.

"იქ ატყობენ, რომ ცოტა არაბუნებრივი მოძრაობები ხდება, ამიტომ ყველას მოვუწოდებ, რომ იყვნენ განსაკუთრებით ფხიზლად, რაც ისანს შეეხება. კონკრეტიკა თავადაც არ აქვთ, რაღაც საეჭვო ფიქსირდება, ადამიანების საეჭვო გადაადგილებები. ვნახოთ, იმედია არაფერი იქნება, თუმცა, ეჭვი აქვთ, რომ შეიძლება გარკვეულ პროვოკაციას ჰქონდეს ადგილი,“ - განაცხადა მან.

პაპუაშვილი არ აკონკრეტებს ისნის რომელ უბანზეა საუბარი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა