კახა კახიშვილი - შემოვხაზე ქვეყნის სწორი, სწრაფი და გონივრული განვითარების უზრუნველყოფა

ქართული ოცნების“ ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კახა კახიშვილმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. როგორც მან აღნიშნა, ხმა მისცა პარტიას, რომელიც ქვეყნის სწორ, სწრაფ, გონივრულ განვითარებასა და ქვეყნის სტაბილურობას უზრუნველყოფს.

კახა კახიშვილმა ამომრჩევლების მაღალი აქტივობის იმედი გამოთქვა.

„ვიმედოვნებ, როგორც პირველ ტურში იყო, მეორე ტურშიც საკმაოდ მაღალი იქნება ამომრჩევლის აქტივობა. შემოვხაზე ქვეყნის სწორი,სწრაფი,გონივრული განვითარება და ქვეყნის სტაბილურობის უზრუნველყოფა”- აღნიშნა კახიშვილმა.

შეგახსენებთ, ისანში კახა კახიშვილის ოპონენტი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ხატია დეკანოიძეა, რომელიც, ისევე, როგორც სხვა ოპოზიციონერები, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტს უცხადებს, თუმცა, კანონმდებლობის მიხედვით, ბიულეტენებში მაინც არიან.

ცნობისთვის, საარჩევნო უბნები დილის 8 საათზე გაიხსნა და საღამოს 8 საათზე დაიხურება.

მეორე ტური ტარდება შემდეგ საარჩევნო ოლქებში: მთაწმინდა, კრწანისი; ვაკე; საბურთალო; ისანი; სამგორი; დიდუბე-ჩუღურეთი; ნაძალადევი; გლდანი; თელავი, ახმეტა, ყვარელი და ლაგოდეხი; მცხეთა, დუშეთი, თიანეთი და ყაზბეგი; რუსთავი, გარდაბანი; ხაშური, ქარელი; ზესტაფონი, ტყიბული, თერჯოლა, ბაღდათი; ქუთაისი; ზუგდიდი; ბათუმი; ხელვაჩაური, ქედა, შუახევი და ხულო.

არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობს 31 ოქტომბრის არჩევნებში შესაბამის მაჟორიტარულ ოლქებში საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა