რამაზ საყვარელიძე  - თუ ოპოზიცია მომავალშიც აპირებს არჩევნებში მონაწილეობას, ახლაც უნდა შევიდეს პარლამენტში, თუ არც მომავალში მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, წასულა პოლიტიკიდან და ეგაა

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი“ ფსიქოლოგსა და პოლიტოლოგს რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

- ბატონო რამაზ, მას შემდეგ რაც 2020 წლის არჩევნების მეორე ტური ოპოზიციის მონაწილეობის გარეშეც დასრულდა, 2020 წლის არჩევნების საბოლოო შედეგები უკვე ცნობილია.

მეორე ტურამდეც ცნობილი იყო, რომ ოპოზიცია პარლამენტში შესვლას არ აპირებდა. ოპოზიცია პარლამენტში შესვლის პირობად ხელისუფლებისგან საერთაშორისო გარანტიებით მოითხოვს მე-11 მოწვევის პარლამენტის არჩევნების ჩატარებას, საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების მიღებას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.

ამ თემებზე ხელისუფლებისა და ოპოზიციის პოზიციები იმდენად განსხვავებულია, მხარეებს შორის დაგეგმილი მესამე შეხვედრისგან განსაკუთრებული მოლოდინების ქონა გადაჭარბებული ოპტიმიზმი იქნებოდა.

ისეთი პირი უჩანს, რომ მეათე მოწვევის პარლამენტი აშკარად ერთპარტიული იქნება.

თქვენ როგორ შეაფასებთ 2020 წლის არჩევნების შემდეგ ქართულ პოლიტიკურ ველზე არსებულ ვითარებას?

- არჩევნების შემდგომი ვითარების ლაკონიური და არადიპლომატიური შეფასება უკვე მოვისმინეთ ამერიკის დიპლომატიური უწყებისგან - „უკვე ნანახი ფილმია“-ო. მიუხედავად იმისა, რომ ეს ფილმი ერთხელ კი არა, ძალიან ბევრჯერ მართლაც გვაქვს ყველას ნანახი, ეს სიტუაცია, ვფიქრობ, ბევრი რამით მაინც განსხვავდება წინა კინოებისგან.

ჯერ ერთი, არის პანდემია, რომლის მეორე და ძლიერი ტალღასთან გამკლავება უჭირს სამედიცინო სისტემას. მეორე - არის პანდემიასთან დაკავშირებული ეკონომიკური დაღმასვლა და ინვესტიციების შიმშილი, რადგან ყველგან გასაჭირია, მესამე - სახეზეა რუსეთის გააქტიურება კავკასიაში, სადაც საქართველო დარჩა მას ასათვისებელი, მეოთხე - ამასთან დაკავშირებული დასავლეთის დაინტერესება იმით, რომ შეინარჩუნოს საქართველო დასავლურ ოაზისად, ანუ მიმდინარეობს ბრძოლა საქართველოსთვის. ეს ამოცანები ასეთი სიმწვავით სხვა არჩევნებში არ წამოჭრილა.

ამ ფონზე ოპოზიცია ხელს უწყობს კოვიდის გავრცელებას განუწყვეტელი მიტინგებით, პანდემია და ქუჩის პროცესები, რაც არასტაბილურობის განცდას აჩენს, აფრთხობს ინვესტორებს, არასტაბილური საქართველო ხელს აძლევს რუსეთს და ხელს უშლის დასავლეთს შენს გადარჩენაში. ოპოზიცია კი უარს ამბობს პარლამენტში შესვლაზე და სურს მუდმივ პროცესად გადააქციოს ქუჩის დესტაბილიზაცია.

არასტაბილური საქართველო ხელს აძლევს რუსეთს და ხელს უშლის დასავლეთს ჩვენს გადარჩენაში. ოპოზიცია კი უარს ამბობს პარლამენტში შესვლაზე და სურს მუდმივ პროცესად გადააქციოს ქუჩის დესტაბილიზაცია

დასავლეთის კეთილის მსურველებს ოპოზიცია შეურაცხყოფებს აყენებს და მათ მძაფრ რეაქციასაც იღებს. ქვეყნის და მოქალაქეების უსაფრთხოების, ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობის, დასავლეთის პარტნიორების წინააღმდეგ ასეთი მკვეთრი ნაბიჯები ოპოზიციის მხრიდან ადრე არასოდეს გვინახავს. ამ მხრივაც უნიკალური იყო ეს არჩევნები.

დასავლეთის პარტნიორების წინააღმდეგ ასეთი მკვეთრი ნაბიჯები ოპოზიციის მხრიდან ადრე არასოდეს გვინახავს. ამ მხრივაც უნიკალური იყო ეს არჩევნები

- 2020-ის არჩევნების შემდეგ შექმნილი ვითარება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ასე შეაფასა -ზოგიერთი პარტია ზედმეტად ემოციურად, გადაჭარბებულად, ამბიციურად აფიქსირებს პოზიციებს, თუმცა საღი აზრი აჯობებს და მივიღებთ მრავალპარტიულ პარლამენტს“.

ოპოზიციის სხვა ლიდერებისგან განსხვავებით პარლამენტში შესვლა-არ შესვლაზე დიამეტრალურად განსხვავებულ მოსაზრებებს გამოთქვამენ გრიგოლ ვაშაძე, სალომე სამადაშვილი და სხვებიც. თუ მანამდე ხელისუფლების წარმომადგენლები „ნაციონალების“ ამ ლიდერებისა და სხვათა მიმართ განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩეოდნენ, ახლა ისინი მათ მიმართ ლოიალურობით და კეთილგანწყობითაც კი გამოირჩევიან.

რას შეიძლება ეფუძნებოდეს ივანიშვილის ოპტიმიზმი, რომ მეათე მოწვევის პარლამენტი მრავალპარტიული იქნება?

- ალბათ იმით, რაც ახსენა ივანიშვილმა - „საღი აზრი“. ოპოზიცია ძალიან ბევრ შეცდომას უშვებდა და უშვებს ახლაც. ჯერ რევოლუციისთვის ემზადებოდნენ და ერთიანობა სურდათ. მერე საარჩევნო შეჯიბრში ჩაერთვნენ და არ დაინდეს ერთმანეთი. ახლა პარლამენტში არ შედიან და ქუჩაში აპირებენ ყოფნას. ქუჩაში ყოფნა მხოლოდ რევოლუციით არის გამართლებული. მაშინ არჩევნებში რატომ დაჭამეს ერთმანეთი?

ოპოზიცია ძალიან ბევრ შეცდომას უშვებდა და უშვებს ახლაც. ჯერ რევოლუციისთვის ემზადებოდნენ და ერთიანობა სურდათ. მერე საარჩევნო შეჯიბრში ჩაერთვნენ და არ დაინდეს ერთმანეთი. ახლა პარლამენტში არ შედიან და ქუჩაში აპირებენ ყოფნას. ქუჩაში ყოფნა მხოლოდ რევოლუციით არის გამართლებული. მაშინ არჩევნებში რატომ დაჭამეს ერთმანეთი?

ქუჩაში ვართ და ახალ არჩევნებს და საარჩევნო ადმინისტრაციას ვითხოვთო. ეს ადმინისტრაცია ხომ პარლამენტმა უნდა გადააყენოს დარღვევების საფუძველზე და დანიშნოს ახალი. სადაა დარღვევები? ახალი არჩევნების დანიშვნასაც საბაბი უნდა - ბიუჯეტის ან მთავრობის დაუმტკიცებლობა. ეს „ოცნებამ“ უნდა გააკეთოს? ე.ი. ოპოზიცია ხელისუფლებისგან ითხოვს სიყალბეს? თუ ეს უაზრო სურვილები არ დაკმაყოფილდა, აპირებენ ქუჩაში ყოფნას.

და ქუჩაში ყოფნით რას მიაღწევენ? რომც დაინიშნოს ახალი არჩევნები, იქ დღევანდელზე ნაკლებ ხმას რომ მიიღებენ, და ნამდვილად ნაკლებს მიიღებენ, მერე რა უნდა გააკეთონ, იციან?

ყველამ მიიღო რაც სურდა. „ნაცებმა“ პირველი ოპოზიციონერობა, სხვებმა ტრიბუნა და საბიუჯეტო დაფინანსება. არჩევნების დასრულებისას ყველა კმაყოფილი იყო, სანამ „მთავარის“ მთავარმა არ მოითხოვა - იჩხუბეთო. რევოლუციისკენ მიმავალი ეს ჩხუბი მხოლოდ სააკაშვილს სჭირდება, სხვანაირად ვერ ჩამოვა საქართველოში და უკრაინაშიც დიდხანს არ დაედგომება

მომავალ არჩევნებზე დამკვირვებლებად ის უცხოელები არ უნდა ჩამოვიდნენ, ვინც თავად დალანძღეს, სხვა ვინ უნდა ჩამოიყვანონ იციან? ეს და ამგვარი შეუსაბამობები უამრავია ოპოზიციის განზრახვებსა და მოქმედებაში.

ყველაზე დიდი შეუსაბამობაა, რომ ყველა ოპოზიციონერი პირდაპირ ან ირიბად რევოლუციაზე ლაპარაკობს და მოქმედებს კიდეც რევოლუციურად, მაშინ, როცა არავის არ აწყობდა რევოლუცია, ყველამ მიიღო რაც სურდა. „ნაცებმა“ პირველი ოპოზიციონერობა, სხვებმა ტრიბუნა და საბიუჯეტო დაფინანსება. არჩევნების დასრულებისას ყველა კმაყოფილი იყო, სანამ „მთავარის“ მთავარმა არ მოითხოვა - იჩხუბეთო. რევოლუციისკენ მიმავალი ეს ჩხუბი მხოლოდ სააკაშვილს სჭირდება, სხვანაირად ვერ ჩამოვა საქართველოში და უკრაინაშიც დიდხანს არ დაედგომება.

რომც დაინიშნოს ახალი არჩევნები, იქ დღევანდელზე ნაკლებ ხმას რომ მიიღებენ, და ნამდვილად ნაკლებს მიიღებენ, მერე რა უნდა გააკეთონ, იციან?

სააკაშვილს აჰყვა „ნაცები“, მას კი - შვილობილი პარტიები და „გერები“. „გერები“, ანუ არანაცი და მცირე რეიტინგის მქონე პარტიები ყველაზე არალოგიკურად იქცევიან. მათ არ არგებს რევოლუციონერების აყოლა. თუ რევოლუცია არ მოხდა, ამ მცირე პარტიების პოლიტიკური კარიერა დასრულებულია. მათ ხმას აძლევდნენ, როგორ მესამე დამოუკიდებელ პოლიტიკურ ძალას და არა, როგორც „ნაციონალების“ მასოვკას. ხოლო, რომც რევოლუცია მოხდეს - პირველს მათ შეჭამენ.

ყველამ მიიღო რაც სურდა. „ნაცებმა“ პირველი ოპოზიციონერობა, სხვებმა ტრიბუნა და საბიუჯეტო დაფინანსება. არჩევნების დასრულებისას ყველა კმაყოფილი იყო, სანამ „მთავარის“ მთავარმა არ მოითხოვა - იჩხუბეთო. რევოლუციისკენ მიმავალი ეს ჩხუბი მხოლოდ სააკაშვილს სჭირდება, სხვანაირად ვერ ჩამოვა საქართველოში და უკრაინაშიც დიდხანს არ დაედგომება

ბევრი ანალოგიური ლოგიკური შეუსაბამობები უკვე დაგროვდა. ლოგიკა ჯიუტი რამაა და ოპოზიციაში ნელ-ნელა ხედავენ, რომ მათთვისვე წამგებიანი პოზიცია უკავიათ.

ალბათ, თვალის ახელის ეს რთული პროცესი შედეგს მოიტანს და ოპოზიცია ეცდება ლოგიკურად გამართული ნაბიჯების გადადგმას. ყველა ეუბნება მათ, რომ ლოგიკურად გამართული ნაბიჯი არის პარლამენტში შესვლა.

ადრე უცხოელების გავლენით პრეზიდენტმა შეიწყალა უგულავა და ოქრუაშვილი, ოღონდ ხაზი გაუსვა, რომ ამას აკეთებს მხოლოდ იმის გამო, რომ ანგარიშს უწევს პარტნიორებს.

დღეს ოპოზიციას შეუძლია თქვას - არჩევნების შედეგს არ ეთანხმება, მაგრამ ანგარიშს უწევს პარტნიორ ქვეყნებს და შედის

არანაცი და მცირე რეიტინგის მქონე პარტიები ყველაზე არალოგიკურად იქცევიან. მათ არ არგებს რევოლუციონერების აყოლა. თუ რევოლუცია არ მოხდა, ამ მცირე პარტიების პოლიტიკური კარიერა დასრულებულია. მათ ხმას აძლევდნენ, როგორ მესამე დამოუკიდებელ პოლიტიკურ ძალას და არა, როგორც „ნაციონალების“ მასოვკას. ხოლო, რომც რევოლუცია მოხდეს - პირველს მათ შეჭამენ

- ვიდრე ასე არ მომხდარა, ჩვენ ვალდებულიც კი ვართ მოვლენათა განვითარების სხვა სცენარებზეც ვიმსჯელოთ.

პრემიერმა გიორგი გახარიამ კი განაცხადა - „რაც არ უნდა დიდი განსხვავება იყოს ჩვენს შორის, უნდა ვისწავლოთ ერთად მუშაობაო“, მაგრამ თუ წინასაარჩევნო პერიოდს გავიხსენებთ, გახარიას ის განცხადებაც გაგვახსენდება, სადაც ის ამბობდა - „ამ არჩევნებით დავასრულებთ „ნაცმოძრაობას“.

თავის მხრივ, „ნაცმოძრაობაც“ არ მალავდა, რომ სურდა „ქართული ოცნების“ „დასრულება“. ახლა კი სურათი ასეთია - გარდა იმისა, რომ ვერცერთმა მხარემ ვერ შეძლო ერთმანეთის „დასრულება,“ არცერთი მხარე არ აპირებს ერთმანეთთან თანამშრომლობას.

არჩევნებმა დაგვანახა, რომ „ნაცმოძრაობას“ სულ მცირე 530 ათასი მხარდამჭერი ჰყავს. აღარაფერს ვამბობ, დანარჩენ პარტიებზე, რომლებზეც ასევე გადანაწილდა ამომრჩევლების ხმები.

დამკვირვებელთა ნაწილი ვარაუდობს - იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია პარლამენტში არ შევა, მოხდება ქუჩაში დარჩენილი ოპოზიციის მარგინალიზაცია, მაგრამ ერთპარტიული პარლამენტის პირობებში ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის რომ ცუდი იქნება, თავად ხელისუფლების წარმომადგენლებიც არ მალავენ.

თუ არჩევნების შემდეგ მოახერხა ხელისუფლებამ ოპოზიციის გარკვეულ ნაწილთან თანამშრომლობა, სავარაუდოდ რა შეიძლება ყოფილიყო მიზეზი იმისა, რომ არჩევნებში მონაწილე ძირითადი პოლიტიკური სუბიექტები წინასაარჩევნო პერიოდში ერთმანეთს დებატებზეც კი არ უჯდებოდნენ? სხვათა შორის, ეს შენიშვნა ყველაზე მეტად „ქართულ ოცნებას“ ეხება.

- დებატები სახიფათო რამ არის. ხომ ვნახეთ - ტრამპის და ბაიდენის პირველი დებატების შედეგად ორივე დამარცხდა.

ამიტომ არ მიკვირს, რომ არჩევნების წინ თავს არიდებდნენ დებატებს ისინი, ვინც კარგად არ ფლობენ ამ იარაღს.

- ახლა ბევრი იხსენებს 2008 წლის ომის წინა პერიოდს, როცა პარლამენტში შესვლაზე ასევე უარი ჰქონდა ნათქვამი ოპოზიციის ნაწილს. ყურადღება იმაზე მახვილდება, რომ ოპონენტების გარეშე დარჩენილმა „ნაცმოძრაობამ“ იმაზე მეტი შეცდომა დაუშვა, ვიდრე შეიძლებოდა რომ დაეშვა.

ახლა როცა ყარაბაღში განვითარებული მოვლენების ფონზე სამხრეთ კავკასიაში ვითარება თვისობრივად შეცვლილია, რა საფრთხეების შემცველი შეიძლება აღმოჩნდეს მეათე მოწვევის ერთპარტიული პარლამენტის საქმიანობა?

- მხოლოდ სიმრავლე არაა პოლიტიკური პანაცეა. გააჩნია, ვისგან შედგება ეს სიმრავლე. ერთად შეყრილი ბევრი მოსწავლე ერთი ნიუტონის ტოლფას აღმოჩენას ვერ გააკეთებს, პროფესიონალიზმი არ ეყოფა.

სიმრავლეს რომ გავიძახით, ვიკითხოთ - დღეს მოცემული პოლიტიკური სპექტრი თავისი პოლიტიკური და სამოქალაქო კულტურით და პროფესიონალიზმით გაამდიდრებს ერთმანეთს, თუ გააღატაკებს?

მრავალპარტიულობაში დღეს ხომ პარლამენტში იმ პარტიების შესვლა იგულისხმება, რომლებიც ხელმოწერით ადასტურებენ, რომ თანამშრომლობას არ აპირებენ მმართველ პარტიასთან.

ასეთმა მრავალპარტიულობამ შეიძლება დაანგრიოს ქვეყანა. მრავალპარტიულობასაც თავისი კულტურა უნდა, რაც, როგორც ჩანს, ჯერჯერობით არ გაგვაჩნია. მრავალპარტიულობის კულტურის მომწიფების შემდეგ შეიძლება გახდეს მრავალპარტიულობა კარგი შედეგის მომტანი.

დღეს ოპოზიციას შეუძლია თქვას - არჩევნების შედეგს არ ეთანხმება, მაგრამ ანგარიშს უწევს პარტნიორ ქვეყნებს და შედის პარლამენტში. ამგვარი ფორმულირებით ის სახეს შეინარჩუნებს და გაუჩნდება პოლიტიკური პერსპექტივა

იქამდე კი, საშურად არ ვთვლი ისეთ მრავალპარტიულობას, სადაც დავით გარეჯის გასხვისების ავტორები ქვეყნის ბედის გადაწყვეტაში მიიღებენ მონაწილეობას სხვებთან თანამშრომლობის გარეშე.

- დამკვირვებელთა ნაწილის აზრით, ხელისუფლებამ ოპოზიციას სხვა გზა არ დაუტოვა გარდა იმისა, რომ იგი პარლამენტში არ შესულიყო. მეტიც, მათივე აზრით, „მომავალი წლები რუტინად ქცეული პოლიტიკური კრიზისის წლები იქნება“.

თუ თქვენც ასე არ ფიქრობთ, რა გაძლევთ საფუძველს იმისა, რომ ერთპარტიული პარლამენტის პირობებში შემდეგი ოთხი წელი ქართული პოლიტიკისთვის კრიზისის წლები არ იქნება?

- თქვენი დამკვირვებლების გამკვირვებია. „სხვა გზა არ დაუტოვა“, ე.ი. იძალადა; ხომ? ხელისუფლება რომ ხმების იმ რაოდენობას იღებდა, რაც მიიღო, წინასწარი და პარალელური კვლევითაც დასტურდება. ე.ი. პოლიტიკურად მნიშვნელოვანი დარღვევები არ იყო.

დააკვირდით, ძალადობის შემთხვევაში მაჟორიტარებს მეორე ტური არ დასჭირდებოდათ. მაშინ გაუგებარია ფრაზა „სხვა გზა არ დაუტოვა“. ეს ის ფრაზაა, რომლითაც ნაცადია, რომ გამართლდეს სააკაშვილისთვის საჭირო რევოლუციური სცენარი. მის სხვა საფუძველს ამჟამად ვერ ვხედავ.

რაც შეეხება კრიზისს, იგი მრავალნაირია. ვიღაცისთვის პარლამენტში ჩხუბია კრიზისი, ვიღაცისთვის - პარლამენტის რუტინული მუშაობა.

ასეთმა მრავალპარტიულობამ შეიძლება დაანგრიოს ქვეყანა. მრავალპარტიულობასაც თავისი კულტურა უნდა, რაც, როგორც ჩანს, ჯერჯერობით არ გაგვაჩნია. მრავალპარტიულობის კულტურის მომწიფების შემდეგ შეიძლება გახდეს მრავალპარტიულობა კარგი შედეგის მომტანი

მე ჩინური წყევლა მახსოვს „საინტერესო დროში გეცხოვროსო“ და ამიტომ უინტერესო რუტინად ქცეული კრიზისი მირჩევნია. საინტერესო ბევრი გვქონდა.

- შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებას შექმნილი ვითარება როგორც გურულებმა იციან თქმა - პაწა ეუხერხულება, მაინც კმაყოფილია, რადგან მას უნდოდა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ დაეკომპლექტებინა მთავრობა, რისი საშუალება ახლა მას აქვს.

რაც შეეხება ოპოზიციას, აქ ვითარება ასე ჩანს - „ნაცმოძრაობამ“ ვერ შეძლო ოპოზიციის ერთიანი ლიდერი გამხდარიყო სააკაშვილი, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ხელისუფლების მთავარ ოპონენტად რჩება.

თუ ასე გაგრძელდა, სულაც არაა გამორიცხული 2024 წლის არჩევნებიც ივანიშვილ-სააკაშვილის დაპირისპირების ნიშნით წარიმართოს. რამდენად დიდია შიდა პოლიტიკაში მოვლენათა განვითარების ამგვარი სცენარი?

- თუ „ნაცმოძრაობა“ ქუჩაში დარჩება ახლა, 2024-ში რა ლოგიკით მიიღებს იგი მონაწილეობას არჩევნებში? ამ არჩევნებს არ „აპრავებს“ და იმ არჩევნებს „გააპრავებს“, ისევ ივანიშვილის ჩატარებულს? აი, კვლავ ლოგიკურ სირთულეებს წარმოშობს დაუფიქრებლად შერჩეული პოზიცია.

თუ ოპოზიცია მომავალშიც აპირებს არჩევნებში მონაწილეობას, ახლაც უნდა შევიდეს პარლამენტში. ხოლო, თუ არც მომავალში მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, წასულა პოლიტიკიდან და ეგაა, რაზე ვლაპარაკობთ?!

რაც შეეხება კრიზისს, იგი მრავალნაირია. ვიღაცისთვის პარლამენტში ჩხუბია კრიზისი, ვიღაცისთვის - პარლამენტის რუტინული მუშაობა

- წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდასხმის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ თავიდან ყველა შეგვაშინა, მაგრამ თავდამსხმელის პირველივე გამოჩენამ ტელევიზორების ეკრანებზე გაკვირვებაც კი გამოიწვია.

ცოტა შეზარხოშებულმა მოქალაქემ, რომელიც ტერორისტს სულაც არ ჰგავდა, ხელისუფლებისგან მოითხოვა აზარტული თამაშების აკრძალვა, საბანკო სესხებზე საპროცენტო განაკვეთის შემცირება და პენსიონერებისთვის წამლის ფასებზე ლიმიტის დაწესება.

მიუხედავად კარგი მოთხოვნებისა იგი, რა თქმა უნდა, დააკავეს, მაგრამ ფაქტია, რომ ზუგდიდელი ბადრი ესებუასგან განსხვავებით სოციალურ ქსელში მის მიმართ სიმპათიებს არავინ ფარავდა.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელმა პრაქტიკულად ბევრი ჩვენი მოქალაქის სათქმელი გაახმოვანა, მაგრამ ეს ის თემებია, რომლებსაც ხელისუფლება კარგა ხანია ვერაფერს უხერხებს. გაქვთ იმის განცდა, რომ ამჯერად მაინც გაიგონებს ხელისუფლება სამართლიანი მოთხოვნის გამხმოვანებლის ხმას?

- ვფიქრობ, ამ კოლორიტული თავდამსხმელის ფენომენზე კარგად უნდა დაფიქრდეს ხელისუფლებაც და, კიდევ უფრო კარგად, ოპოზიცია. ეს ადამიანი გაცილებით გონიერი და კაცთმოყვარე აღმოჩნდა, ვიდრე ბევრი პოლიტიკოსი.

თუ ოპოზიცია მომავალშიც აპირებს არჩევნებში მონაწილეობას, ახლაც უნდა შევიდეს პარლამენტში. ხოლო, თუ არც მომავალში მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, წასულა პოლიტიკიდან და ეგაა, რაზე ვლაპარაკობთ?!

ნუ ჩავთვლით, რომ მისი გაკვეთილი მარტო ხელისუფლებას ეხება, ის ოპოზიციას არანაკლებ ეხება. არ ვემხრობი იმას, რომ მოთხოვნები მხოლოდ ხელისუფლების მიმართ გვქონდეს და ოპოზიციის მიმართ - არა.

დღეს ერთპარტიულობის არასახარბიელო სურათის შექმნაში ოპოზიციის არაეფექტურობას უდევს ლომის წილი. მას მომხრეები ვერ მოუკრებია. მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელმა კაცმა კი უამრავი მომხრე ერთი ქეიფის შედეგად მოახერხა. ვისურვებდი, მისი ღვინო გადასხმოდეს ოპოზიციას.

კობა ბენდელიანი

ინტერპრესნიუსი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა