გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანამ კოვიდ 19-ის ვაქცინაციის პროგრამა, შესაძლოა, დეკემბერში დაიწყოს

გერმანიამ კოვიდ 19-ის ვაქცინაციის პროგრამა, შესაძლოა, დეკემბერში დაიწყოს, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა იენს შპანმა განაცხადა.

„არსებობს მიზეზი, ოპტიმისტურად ვიყოთ განწყობილები, რომ ევროპაში ვაქცინას მიმდინარე წელს დაამტკიცებენ და ჩვენ მაშინვე შეგვიძლია დავიწყოთ,“- აღნიშნა მინისტრმა.

მისი თქმით, გერმანიის ფედერალურ რეგიონებს სთხოვა, დეკემბრის შუა რიცხვებისთვის თავიანთი ვაქცინაციის ცენტრები მზად ჰქონდეთ.

„მირჩევნია, ცენტრები ვაქცინის დამტკიცებამდე რამდენიმე დღით ადრე მოვამზადოთ,“- აღნიშნა იენს შპანმა.

ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, გერმანიამ ევროკომისიისა და ორმხრივი კონტრაქტების საშუალებით კოვიდ 19-ის ვაქცინის 300 მილიონზე მეტი დოზის უზრუნველყოფა მოახერხა, რაც ქვეყნისთვის საკმარისზე მეტია და ვაქცინის სხვა ქვეყნებისთვის გაზიარების შესაძლებლობასაც კი იძლევა.

იხილეთ ვიდეო: გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანამ კოვიდ 19-ის ვაქცინაციის პროგრამა, შესაძლოა, დეკემბერში დაიწყოს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა