დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - ტომოსი როგორ არ არის წაკითხული, ეს სულაც არ უკავშირდება იმას, რომ უკრაინის ავტოკეფალიის აღიარება-არაღიარებასთან დაკავშირებით მიღებულ იქნას გადაწყვეტილება

ტომოსი როგორ არ არის წაკითხული, ეს სულაც არ უკავშირდება იმას, რომ უკრაინის ავტოკეფალიის აღიარება-არაღიარებასთან დაკავშირებით მიღებულ იქნას გადაწყვეტილება,- ასე უპასუხა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა, ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტების კითხვას, წაიკითხეს თუ არა საპატრიარქოში ტომოსი და რა გადაწყვეტილებაა მიღებული უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით.

როგორც ანდრია ჯაღმაიძე განმარტავს, უკრაინის ეკლესიასთან დაკავშირებული ზომები მსოფლიოს საპატრიარქომ იქ არსებული განხეთქილების გამო მიიღო, თუმცა, ამ გადაწყვეტილებას არსებული ვითარება უკეთესობისკენ არ შეუცვლია.

„ტომოსი ძალიან კარგად აქვს წაკითხული ფილარეტს, რომელიც იყო მოთავე უკრაინის ავტოკეფალიისა და რამდენიმე დღის წინ მას ჰქონდა ვრცელი ინტერვიუ. ბრიფინგზე მან თქვა, რომ არ ცნობს ამ ტომოსს და არ სცნობს იმიტომ, რომ ეს არ არის ავტოკეფალური ეკლესიისთვის მინიჭებული ტომოსი, არამედ ეს არის მიტროპოლიის მინიჭებული ტომოსი და მან თქვა, რომ დამოუკიდებელ უკრაინას სჭირდება დამოუკიდებელი ეკლესია. ჩვენ ვიცით, რომ უკრაინის ეკლესიასთან დაკავშირებული ზომები მსოფლიოს საპატრიარქომ მიიღო იმის გამო, რომ იქ იყო განხეთქილებები და ამ განხეთქილებებს სჭიდებოდა მკურნალობა, თუმცა, ჯერჯერობით არის პროცესი, რომელიც არ მეტყველებს იმაზე, რომ რაიმე სახით ეშველა ამ პრობლემას, პირიქით, მეტყველებს იმაზე, რომ ამ ეტაპისთვის კიდევ უფრო გართულდა და კიდევ უფრო პოლარიზეულია,“- განაცხადა ჯაღმაიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა