ანონსი 24 ნოემბერი

24 ნოემბერს, 11:00 საათზე, მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების სასამართლო პროცესი გაიმართება.

24 ნოემბერს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას" პრესკლუბში ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის „ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის" ხელმძღვანელი ვახტანგ ჭარაია განცხადებას გააკეთებს.

თემა: ეპიდვითარებასთან დაკავშირებით შეზღუდვების შესაძლო გაფართოება - რა რეგულაციებია გასამკაცრებელი და რა გავლენაა მოსალოდნელი ეკონომიკაზე. სპეციალისტების გათვლები ვირუსის პიკზე საწოლი ადგილების რაოდენობასთან დაკავშირებით.

მის: კოსტავას ქ.47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

24 ნოემბერს, 11:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართება, რომლის დასრულების შემდეგ გაკეთდება განცხადებები.

მის: ინგოროყვას 7

24 ნოემბერს, 12:00 საათზე, მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: კორონაეპიდემია და აზარტული თამაშები - მიმართვა ხელისუფლებას

მის: უნივერსიტეტის ქ.N24

საკონტაქტო: 599 43 74 03

24 ნოემბერს, 12:00 საათზე, ოპოზიციური პარტიები "ლელოს" ოფისში შეხვედრას გამართავენ.

მის: ვ.აბაშიძის ქ.6

24 ნოემბერს, 13:00 საათზე, სუპერმარკეტ "კარფურის" წინ, სამსახურიდან გათავისუფლებული "ქართული სახლის" 17 თანამშრომელი საპროტესტო აქციას გამართავს.

მის: ს. ცინცაძის N 37

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა