ეკატერინე ტიკარაძე - როგორც კი ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდება, მას საქართველო ერთ-ერთი პირველი მიიღებს

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, როგორც კი ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდება, მას საქართველო ერთ-ერთი პირველი მიიღებს.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ყველა საჭირო ინფრასტრუქტურის მობილიზება, რაც ვაქცინის ტრანსპორტირებისთვის იქნება საჭირო.

„ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული პროცესში იმ დროიდან, როგორც კი ეს ყველაფერი გამოცხადდა. დღეის მდგომარეობით, ჩვენ ვახორციელებთ დამატებით ყველა იმ ინფრასტრუქტურის მობილიზაციას, რაც საჭირო იქნება უკვე შესყიდული ვაქცინის ტრანსპორტიზაციისთვის და შესაბამისად, საქართველოს მასშტაბით გადანაწილებისთვის. იმ თარიღში, როგორც კი ეს ხელმისაწვდომი იქნება, საქართველო ერთ-ერთი პირველი მიიღებს ვაქცინას“, - განაცხადა ტიკარაძემ.

მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე არ არის გადაწყვეტილი, თუ რომელი ჯგუფები აიცრებიან საწყის ეტაპზე.

„ჯგუფებთან დაკავშირებით მიმდინარეობს საერთაშორისო მოლაპარაკებები და მსჯელობა, თუ ვინ უნდა იყვნენ პირველ რიგში აცრილი. აქ არის გარკვეულწილად აზრთა სხვადასხვაობა, ჯერჯერობით სამედიცინო სამყარო ამაზე არ შეჯერებულა. თუმცა, როგორ გასაკვირადაც ეს არ უნდა ჟღერდეს, შესაძლებელია, რომ პირველ რიგში, აიცრან ის ჯგუფები, რომლებიც არიან ყველაზე მეტად გამავრცელებლები, ვინაიდან მეცნიერები ყველაზე დიდ რისკს აქ ხედავენ“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა