ჯანდაცვის მინისტრი - ბევრი წარმატებული ქვეყანა მხოლოდ საწოლფონდის გაზრდით ვერ ახდენს ინფექციასთან ეფექტურ ბრძოლას - პრევენციას გაცილებით უფრო დიდი წონა აქვს, ვიდრე დამდგარი შედეგის მკურნალობას

არამხოლოდ საქართველო, არამედ ბევრი წარმატებული ქვეყანა მხოლოდ საწოლფონდის გაზრდით და მხოლოდ სამედიცინო სფეროზე ზეწოლით ვერ ახდენს ინფექციასთან ეფექტურ ბრძოლას - ჯანდაცვის სფეროში პრევენციას გაცილებით უფრო დიდი წონა აქვს, ვიდრე დამდგარი შედეგის მკურნალობას, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს საქართველოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამოსავალი რამდენიმეა, თუმცა პირველი გამოსავალი პრევენციული ღონისძიებების გატარებაა.

„გამოსავალი არის რამდენიმე, ვინაიდან ჯანდაცვა არის საკმაოდ კომპლექსური სფერო. პირველი გამოსავალი, რასაც ხშირად მთავრობას გვსაყვედურებენ ხოლმე, ეს არის საწოლფონდის მობილიზაცია, რამდენად დროულად და სწრაფად ხდება და აქ მე შეგახსენებთ, რომ მაშინ როდესაც ჯანდაცვის სამინისტრომ დააფიქსირა თუ რა შედეგები შეიძლებოდა მოყოლოდა იმ ქუჩაში გამართულ აქციებს, ჩვენ დროულად მოვახდინეთ მობილიზება დამატებითი საწოლფონდის და თუ ჩვენ ოქტომბრის თვეში მობილიზებული გვქონდა მხოლოდ 3300 საწოლი, დღეის მდგომარეობით ჩვენ უკვე გვაქვს 7000 საწოლამდე მობილიზებული, რითაც რა თქმა უნდა ჩვენ ვცდილობთ, ვმართოთ ნაკადები და ჩვენს ყველა მოქალაქეს გაეწიოს სამედიცინო მომსახურება.

ჩვენ ოქტომბერში საწოლფონდზე საშუალო დაყოვნება გვქონდა 8,52 და ინტენსიურ საწოლზე 10,25 დღე, ხოლო სამინისტროს აქტიური ჩართულობით ახლა ჩვენ დაყოვნება გვაქვს თერაპიულ საწოლზე 5,72 დღე, ხოლო კრიტიკულ საწოლზე 8,59 დღე რაც, რა თქმა უნდა, ხელმისაწვდომობას იმ პაციენტებისთვის ვისაც ესაჭიროება ჰოსპიტალში მკურნალობა, მეტად უფრო მისაღებს ხდის. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყოველდღიურ ჭრილში ვუყურებთ თუ რა დატვირთულობაა რომელ საწოლზე და შესაბამისად იმის მიხედვით ვანაწილებთ საწოლფონდს და ვაუმჯობესებთ საწოლფონდის მოცვას რეგიონების მიხედვით, რა საჭიროებასაც ჩვენ ვხედავთ.

გარდა ამისა, პირველი მაინც რჩება ის, რომ ჩვენ მივმართოთ პრევენციულ ღონისძიებას ვინაიდან არამხოლოდ საქართველო, არამედ ბევრი წარმატებული ქვეყანა მხოლოდ საწოლფონდის გაზრდით და მხოლოდ სამედიცინო სფეროზე ზეწოლით ვერ ახდენს ინფექციასთან ეფექტურ ბრძოლას - ჯანდაცვის სფეროში პრევენციას გაცილებით უფრო დიდი წონა აქვს, ვიდრე დამდგარი შედეგის მკურნალობას”, - განაცხადა ტიკარაძემ.

ამასთან, ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში სასუნთქი აპარატების დეფიციტი არ არის

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს