ანა დოლიძე - ვითხოვთ, ხელისუფლებამ დადოს გეგმა და აკრძალოს ონლაინ აზარტული თამაშები

როგორ ხდება, რომ ონლაინ აზარტული თამაშები ყოველ წელს რეკორდულ მოგებას დებენ?! ვითხოვთ, ხელისუფლებამ მაგიდაზე დადოს ერთწლიანი გეგმა და აკრძალოს ონლაინ აზარტული თამაშები, - ამის შესახებ მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ონლაინ აზარტული თამაშები ხელისუფლებამ მოსახლეობას განგებ დაუტოვა, როგორც გადარჩენის ერთ-ერთი მთავარი საშუალება.

"დღევანდელ პირობებში, როდესაც ჩვენს მოქალაქეებს თითოეული ლარი საშოვარი აქვთ, როდესაც ჩვენ ძალიან სერიოზულ ეკონომიკურ სიდუხჭირეს განვიცდით, ონლაინ აზარტული თამაშები ხელისუფლებამ მოსახლეობას განგებ დაუტოვა, როგორც გადარჩენის ერთ-ერთი მთავარი საშუალება. დღეს ონლაინ აზარტული თამაში უბრალოდ იდეა არ არის, რომ ადამიანი უბრალოდ გაერთობა, რაც ნორმალურ და მდიდარ ქვეყანაში უნდა იყოს. თანხა, რომელიც ჩვენი მოსახლეობის ჯიბიდან ყოველ წელს ამოდის და გაუგებარი მიმართულებით მიდის, ერთადერთი გზა, რომ ჩვენს ეკონომიკაში დარჩეს და დარჩეს ჩვენი ბავშვების ჭამაში, განათლებაში, ჩაცმაში და ელემენტარულ მოთხოვნებში, არის ის, რომ ხელისუფლებამ ერთწლიანი გეგმა შემოგვთავაზოს, თუ როგორ დახურავს ონლაინ აზარტულ თამაშებს სწორედ ისე, როგორც ესაა, მსოფლიოს უმეტეს განვითარებულ და განვითარებად ქვეყანაში. მეორეს მხრივ, ამ ერთწლიანი გეგმის ფარგლებში უნდა შემოგვთავაზოს თამაშდამოკიდებულ ადამიანთა სარეაბილიტაციო გეგმა. პანდემიამ პირდაპირ დაარტყა ჩვენი მოქალაქეების შემოსავალს და ჩვენი მოსახლეობის უმეტესი ნაწილი გაღარიბებისკენ წაიყვანა, ხოლო ონლაინ აზარტული თამაშების ვითარება კიდევ უფრო გაამწვავა. როდესაც ხალხს ფული არა აქვს როგორ ხდება, რომ ონლაინ აზარტული თამაშები რეკორდულ მოგებებს ყოველ წელს დებენ?! ეს ადამიანებისთვის არა გართობის, არამედ ლუკმა-პურის შოვნის საშუალებაა. ვითხოვთ, ხელისუფლებამ მაგიდაზე დადოს ერთწლიანი გეგმა და აკრძალოს ონლაინ აზარტული თამაშები", - განაცხადა დოლიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა