გიორგი პერტაიამ ესტონელ ბიზნესმენებს მთავრობის ახალი საინვესტიციო პროგრამა გააცნო

"საქართველოს სავაჭრო პალატის" პრეზიდენტმა, გიორგი პერტაიამ მონაწილეობა მიიღო ონლაინ ბიზნეს სემინარში "საქართველო-ესტონეთის თანამშრომლობა: ინვესტიციები და სავაჭრო შესაძლებლობები”. სავაჭრო პალატის ინფორმაციით, გიორგი პერტაიამ უცხოელ ბიზნესმენებს ქვეყნის საინვესტიციო გარემო გააცნო და აღნიშნა, რომ ესტონელები საქართველოში ბიზნესის კეთების კუთხით ძალიან აქტიურები არიან და ინვესტიციებს წლებია ახორციელებენ.

"ძალიან კარგი პროექტებია ჰიდროელექტროსადგურების მიმართულებით და ასევე, დეველოპმენტის კუთხით. გვსურს, რომ კიდევ უფრო მეტი ინვესტორი მოვიწვიოთ და ვმუშაობთ აქტიურად ამისთვის. ამჯერად, მოლაპარაკებები მიმდინარეობს რამდენიმე ბიზნესთან, რომ ინვესტიცია ჩაიდოს სოფლის მეურნეობის მიმართულებითაც. პანდემიის მიუხედავდ, ინვესტორები ინტერესს არ კარგავენ და აქვთ სურვილი საქართველოში ფულის ჩადების“,- განაცხადა გიორგი პერტაიამ.

შეხვედრისას, სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა და სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელმა, მიხეილ ხიდურელმა პოტენციურ ინვესტორებს მთავრობის ახალი საინვესტიციო პროგრამა წარუდგინეს და საერთაშორისო კომპანიების სტატუსის მქონე პირებთან დაკავშირებული საგადასახადო შეღავათები გააცნეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა