კახა კალაძე თბილისის ბიუჯეტთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებზე - ეს არის ტყუილი, ბიუროკრატიული ხარჯები არ იზრდება

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიცია ტყუის, როდესაც აცხადებს, რომ დედაქალაქის მთავარ საბიუჯეტო დოკუმენტში ბიუროკრატიული ხარჯებია გაზრდილი.

ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, დედაქალაქის ბიუჯეტი იმაზე მეტი იქნება, ვიდრე დღეს არის წარმოდგენილი.

„ჩემი თხოვნა იქნება, ბიუჯეტზე არ ვიმსჯელოთ, რადგან პირველადი ბიუჯეტია, რომელიც შემდგომ დაკორექტირდება. როგორი იქნება დედაქალაქის ბიუჯეტი ცოტა მოგვიანებით გახდება ცნობილი. იმაზე მეტი იქნება გაცილებით, რაც დღეს არის წარმოდგენილი, რითაც მოგვეცემა იმის შესაძლებლობა, რომ ის პროექტები, რაზეც პანდემიამდე ვსაუბრობდით განხორციელდეს ინფრასტრუქტურის მიმართულებით სხვადასხვა რაიონებში, სხვადასხვა უბნებში. ასევე სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებაც მნიშვნელოვანია ჩვენთვის“, - განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე: შეესაბამება თუ არა სიმართლეს ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებები, რომ ბიუჯეტში გაზრდილია ბიუროკრატიული ხარჯები? კალაძემ განაცხადა:

„ეს არ არის სწორი ინფორმაცია, არის ტყუილი, არანაირი ბიუროკრატიული ხარჯები არ იზრდება. ეს არის პირველადი ბიუჯეტი. თუმცა, კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ბიუჯეტი, რომელიც საბოლოო იქნება, იქნება რადიკალურად განსხვავებული არსებული ბიუჯეტიდან და იქნება გაცილებით მეტი“, - განაცხადა კალაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა