კახა კალაძის განცხადებით, „ევროპულ საქართველოს, „გირჩს", „სტრატეგია აღმაშენებელსა" და „ლელოს" შორის შესაძლო თანამშრომლობაზე მოლაპარაკებების დაწყება, მისასალმებელია

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პარტიებს შორის თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და დემოკრატიის განვითარებისთის.

როგორც კალაძე აცხადებს, მისასალმებელია „ევროპულ საქართველოს, „გირჩს", „სტრატეგია აღმაშენებელსა" და „ლელოს" შორის შესაძლო თანამშრომლობის თაობაზე მოლაპარაკებების დაწყება.

„ყველა პარტიას აქვს თავიანთი ხედვა და მოსაზრება. რა თქმა უნდა, ვერცერთი პარტია ვერ იქნება დამოკიდებული „ქართულ ოცნებაზე“, „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ან სხვა პარტიებზე. ის, რომ შედგეს თანამშრომლობა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, დემოკრატიის განვითარებისთვის და ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელი“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, "ევროპული საქართველო, "გირჩი", "სტრატეგია აღმაშენებელი" და "ლელო" აპირებს, რომ შექმნას ერთობა "ნაციონალური მოძრაობის" გარეშე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა