ლევან კობერიძე - „ქართული ოცნების" ერთი ლიდერის რბილი საუბარი და მეორის - უხეში, საბავშვო ბაღი არ არის, ჩამოყალიბდნენ

"ქართული ოცნების" ერთი ლიდერის რბილი საუბარი და მეორის - უხეში, საბავშვო ბაღი არ არის, ჩამოყალიბდნენ, - ასე აფასებს "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი ლევან კობერიძე "ქართული ოცნების" გენერალური მდივნის კახა კალაძის დღევანდელ განცხადებას, რომლის თანახმადაც როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები აცნობიერებენ, რომ აუცილებელია შეთანხმება.

კობერიძის თქმით, როდესაც გუნდის ერთ ლიდერს სხვა რიტორიკა აქვს და მეორეს სხვა, ამ დროს შთაბეჭდილება რომ არ შეიქმნას, თითქოს ცუდსა და კარგ როლს თამაშობენ, საკითხი ჯერ გუნდში უნდა გადაწყვიტონ.

„როდესაც მმართველი გუნდის ერთი ლიდერი გამოდის და აბსოლუტურად სხვა რიტორიკა აქვს, მეორეს - აბსოლუტურად განსხვავებული, ძალიან მნიშნველოვანია, თუ მათ არ სურთ, რომ შეიქმნას შთაბეჭდილება, თითქოს ცუდსა და კარგ როლს თამაშობენ, კახა კალაძეს ნამდვილად აქვს „ქართული ოცნების“ გუნდში ის წონა, ჯერ შიგნით მოაგვაროს ეს საკითხი, რომ „ქართული ოცნების“ მეორე წარმომადგენელი არ გამოდიოდეს და ისეთ გამაღიზიანებელ განცხადებებს არ აკეთებდეს, რომელსაც ჩვენ რეალურად ვხედავთ. ერთმანეთში დაილაპარაკონ, ერთმანეთს ძალიან კარგად იცნობენ. ერთის ცოტა რბილი საუბარი და მეორის - უხეში, საბავშვო ბაღი არ არის და მგონი ვხედავთ, ჩამოყალიბდნენ, გამოვიდნენ და თქვან“, - განაცხადა კობერიძემ.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს განაცხადა, როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები აცნობიერებენ, რომ აუცილებელია შეთანხმება.

ამასთან როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, სურს სჯეროდეს ოპოზიციის გონივრულობის და იმედს გამოთქვამს, რომ ოპოზიციაში მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებას ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.

"იმედი მაქვს, ისინი გადაწყვეტილებას მიიღებენ და შევძლებთ პარლამენტში ერთობლივად მუშაობას იმ მნიშვნელოვან რეფორმებსა და განსახორციელებელ პროექტებზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას სჭირდება“, - განაცხადა კალაძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა