კლინიკების ასოციაციის პრეზიდენტი - შავებს ჩაიცვამს ქართველი ხალხი - ასამოქმედებელია მოწოდება „დარჩით სახლში!“

ჩვენნაირი მცირერიცხოვანი ერისთვის 30-40 კაცის სიკვდილი და კიდევ რამდენი რისკი თვეების მანძილზე, ერს გაანადგურებს, შავებს ჩაიცვამს ქართველი ხალხი, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ კლინიკების ასოციაციის პრეზიდენტმა ვილი პაჭკორიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა „კატასტროფამდე მიგვიყვანს ჯანდაცვის მინისტრის დამოკიდებულება, ადამიანის დამოკიდებულება, რომელიც აბსოლუტურად გამოუცდელია მედიცინაში“.

„მან შეიძლება თავისი სფეროს, სტომატოლოგია იცის და მიხედოს. მოგმართავთ, ქალბატონო ეკა, მიხედეთ, სტომატოლოგიას, შეეშვით ამხელა რანგს, სადაც დიდი გამოცდილებაა საჭირო. ჩვენ ვღუპავთ ადამიანებს. ჩვენნაირი მცირერიცხოვანი ერისთვის 30-40 კაცის სიკვდილი და კიდევ რამდენი რისკი თვეების მანძილზე, ეს ერს გაანადგურებს. შავებს ჩაიცვამს ქართველი ხალხი. რად გვინდა? სჯობს, საქმე აკეთონ პროფესიონალებმა, ნუ ჩავეჭიდებით თანამდებობებს. არ არის ეს სასურველი! საჭიროა მაღალი პროფესიონალიზმი. თუ საჭირო გახდა ვთხოვოთ ჩვენს კოლეგებს, ნუ დავკომპლექსდებით, მოვიწვიოთ ჩვენი კოლეგები, რომლებიც უცხოეთში მუშაობენ“, - განაცხადა პაჭკორიამ.

ამასთან, მისთვის გაუგებარია, რატომ აყოვნებს მთავრობა რეგულაციების შემოღებას.

„კიდევ ორი დღე ვაცადოთ ადამიანებს სიკვდილი? ასაკრძალი უნდა აიკრძალოს! მაგრამ არა „ლოკდაუნი“, არა სრული აკრძალვა. მთავარი არ არის სამწუხაროდ ის, რასაც ჯანდაცვის სისტემა აკეთებს. პეპერობანას თამაშს თავი დაანებეთ, რა დროს პეპერობანაა, ხალხი იღუპება, შეეშვით! რობოტები ამერიკას და გერმანიას არ გამოუყენებია, რა დროს ექსპერიმენტებია, მივხედოთ ჯანდაცვის სისტემის დროზე მოწერსიგებას, კადრების ცვლილებას და საკადრო სისტემის პროფესიონალებით დაკომპლექტებას!“, - განაცხადა პაჭკორიამ და დასძინა, რომ ისევ ასამოქმედებელია მოწოდება „დარჩით სახლში!“

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა