ზაზა წერეთელი - აუცილებელია იმ შეზღუდვების გამკაცრება, რომელიც ამ დროისთვის მოქმედებს საქართველოში

აუცილებელია იმ შეზღუდვების გამკაცრება, რომელიც ამ დროისთვის მოქმედებს საქართველოში, - ამის შესახებ ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსმა მრჩეველმა, ზაზა წერეთელმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტების შეხვედრაზე განაცხადა, სადაც ის ვიდეო კონფერენციის რეჟიმში მონაწილეობდა.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ის ნაბიჯები, რომელიც ადამიანებს შორის კონტაქტის და მასობრივი თავშეყრების შემცირებას გულისხმობს.

„ვიტყვი იმას, რომ ეს არა მარტო საქართველოში ხდება, მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში ხდება. მოდის შობა-ახალი წელი. ეს ის პერიოდია, როდესაც ადამიანების მობილობა ძალიან იზრდება და ყველა ქვეყანა მოუწოდებს მოსახლეობას, რომ ყველამ მაქსიმალურად თავი შეიკავოს ამ დღესასწაულების ფართო აღნიშვნისგან. უნდა გადაიდგას ნაბიჯები, იმისათვის, რომ ვირუსის გავრცელების ნაკლები შესაძლებლობა იყოს. ეს ნიშნავს, რომ არ მოხდეს ადამიანების თავშეყრა დახურულ სივრცეში, ადამიანებს ეკეთოთ პირბადე. ვფიქრობ, რომ ის ნაბიჯები, რომელზეც არის საუბარი, რაც გულისხმობს ადამიანებს შორის კონტაქტის შემცირებას, მასობრივი თავშეყრების შემცირებას, არის ძალიან მნიშვნელოვანი", - განაცხადა ზაზა წერეთელმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა