ჯო ბაიდენი -  ამერიკა დაბრუნდა, მზად არის უხელმძღვანელოს მსოფლიოს, კვლავ დაჯდეს მაგიდის თავში

ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები მზად იქნება, გლობალურ არენაზე კვლავ წამყვანი როლი შეასრულოს. არჩეულმა პრეზიდენტმა დელავერის შტატის ქალაქ უილმინგტონში საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების გუნდის წარდგენისას განაცხადა, რომ ამერიკა დაბრუნდა.

„ეს არის გუნდი, რომელიც გამოხატავს, რომ ამერიკა დაბრუნდა, მზად არის უხელმძღვანელოს მსოფლიოს, არ დაიხიოს უკან, კვლავ დაჯდეს მაგიდის თავში, მზად არის წინააღმდეგობა გაუწიოს მეტოქეებს და არ უარყოს ჩვენი მოკავშირეები, მზად არის მტკიცედ დაიცვას ჩვენი ღირებულებები“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

აღსანიშნავია, რომ ჯო ბაიდენის ეს მიდგომა განსხვავდება დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკისგან, რომლის პრიორიტეტული ლოზუნგი იყო „ამერიკა უპირველეს ყოვლისა".

იხილეთ ვიდეო:ამერიკა დაბრუნდა, მზად არის, უხელმძღვანელოს მსოფლიოს, კვლავ დაჯდეს მაგიდის სათავეში - ჯო ბაიდენი

გიორგი ანთაძე - საქართველო ვაშინგტონისა და თავისუფალი სამყაროს მთავარი სტრატეგიული პარტნიორია სამხრეთ კავკასიაში და ჩვენ ეს როლი და ფუნქცია ბოლომდე უნდა ავითვისოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 25.01.2021
ლილია შევცოვა - თუ აშშ საქართველოდან არ გასულა, ამერიკელები საქართველოში დაუპირისპირდებიან რუსულ გავლენებს, რომლებიც რამდენადაც ვიცი, ქვეყანაში საკმაოდ მრავლადაა
სილქფესტი მომხმარებლებს უქმეებზე ულიმიტო ინტერნეტ და უსასრულო სასაუბრო პაკეტების გააქტიურებას სთავაზობს