მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელის ადვოკატი გენერალურ პროკურორთან შეხვედრას ითხოვს

მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელის ლევან ზურაბაშვილის ადვოკატი გიორგი ჭოჭუა გენერალურ პროკურორთან ირაკლი შოთაძესთან შეხვედრას ითხოვს. ამის შესახებ ჭოჭუამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. ადვოკატი აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებით გენერალურ პროკურატურას ხვალ მიმართავს.

„მინდა გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს შევხვდე, რათა ლევან ზურაბაშვილის საქმე მასთან ძირფესვიანად გავიარო“, - აცხადებს ჭოჭუა.

ადვოკატის განმარტებით, მას რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია დაუკავშირდა და საქმეში ჩართვა სთხოვა.

გიორგი ჭოჭუამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ლევან ზურაბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. ადვოკატი ზურაბაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის 1000-ლარიანი გირაოთი შეცვლას ითხოვს.

ცნობისთვის, ლევან ზურაბაშვილს, რომელიც წერეთლის გამზირზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიჭრა და 19 პირი მძევლად აიყვანა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გუშინწინ შეეფარდა.ზურაბაშვილს საქართველოს პროკურატურამ მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე ბრალი საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას. დანაშაული, რომლის ჩადენასაც ზურაბაშვილს ედავებიან, 9-დან 14-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იხილეთ ვიდეო:მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელის ადვოკატი გენერალურ პროკურორთან შეხვედრას ითხოვს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა