სერგი კაპანაძე - არც ერთ საკითხზე არ ვაპირებთ რაიმე დათმობას ან დისკუსიას, თუ ეს არ შეეხება ახალ არჩევნებს, ეს არის მთავარი თემა, რომელიც განმუხტავს პოლიტიკურ კრიზისს

წინსვლის რესურსი არსებობს, თუმცა ეს ახალი არჩევნების ირგვლივ უნდა მოხდეს, არც ერთ სხვა საკითხზე რაიმე დათმობას, ან დისკუსიას არ ვაპირებთ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერმა, სერგი კაპანაძემ ოპოზიციური პარტიების ლიდერებსა და ელჩებს შორის ინდივიდუალურ შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ ინდივიდუალური შეხვედრები რაუნდებს შორის ჩვეულებრივი პროცესია, რათა პოზიციების შეჯერება მოხდეს.

„ინდივიდუალური შეხვედრები ჩვეულებრივი ამბავია ელჩებთან, ისინი, როგორც წესი, იმართება ხოლმე რაუნდებს შორის და ხდება უბრალოდ პოზიციების შეჯერება. ამიტომ, დღესაც ასეთი მორიგი შეხვედრა იქნება სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასა და ჩვენს პარტნიორებს შორის და მოხდება პოზიციების კიდევ ერთხელ გავლა.

მთავარი იქნება, თუ რა წინადადებით მოვა „ქართული ოცნება შემდეგ რაუნდზე, რა თქმა უნდა, არსებობს რესური იმისა, რომ მოხდეს წინსვლა, თუმცა კარგად უნდა გვესმოდეს ყველას, რომ ეს ყველაფერი უნდა მოხდეს ახალი არჩევნების ირგვლივ, არც ერთ სხვა საკითხზე ჩვენ არ ვაპირებთ რაიმე დათმობას ან დისკუსიას, თუ ეს არ შეეხება ახალ არჩევნებს, ეს არის მთავარი თემა, რომელიც განმუხტავს დღევანდელ პოლიტიკურ კრიზისს”, - განაცხადა კაპანაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა