ირმა ინაშვილი - 8 მარტის ტიპის შეთანხმება უნდა შედგეს, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მყარი გარანტიებით, რომ ახალი არჩევნები ინიშნება

მე პარლამენტში შევედი ქუჩის საპროტესტო აქციებიდან, ძალიან დიდი ბრძოლა გავიარე როგორც ჟურნალისტმა და ისევ აღმოვჩნდები თქვენს რიგებში და იქიდან დავიწყებ ბრძოლას სისტემის წინააღმდეგ,- ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ინაშვილმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის რეზიდენციის დატოვების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, „პატრიოტთა ალიანსი“ არ შევა პარლამენტში სანამ არ იქნება 8 მარტის მსგავსი შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩატარდება ახალი საპარლამენტო არჩევნები.

„მე უაღრესად ვაფასებ ჩვენი პარტნიორების ჩართულობას ამ პროცესში, ძალიან დიდ ძალისხმევას ხარჯავენ ისინი, თუმცა, რა თქმა უნდა, ის რეალობა უკეთესია, როდესაც პოლიტიკური ძალები დამოუკიდებლად წყვეტენ საკითხს, რაც დაკავშირებულია არჩევნებთან, ქვეყნის სხვადასხვა შიდა პრობლემებთან, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენ ისეთ რეალობაში ვცხოვრობთ, სადაც ჯერ კიდევ ვსაჭიროებთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობასა და თანამონაწილეობას. მე დეტალებზე ვერ გავამახვილებ ყურადღებას, ვინაიდან კონფიდენციალურია ეს დეტალები. მიმდინარეობს ახლა ძალიან რთული პროცესი, ჩვენ ვემზადებით მესამე რაუნდისთვის და ყველა სიტყვა არის მოსაზომი. ჩვენ ვითხოვთ დაინიშნოს ახალი არჩევნები. წითელი ხაზები უნდა წაიშალოს და დისკუსიისა და დიალოგის შედეგი ზუსტად ის არის, რომ წაიშალოს წითელი ხაზები და მივიდეთ შეთანხმებამდე.

ჩემთვის შეთანხმება და შედეგი იქნება, როცა შევთანხმდებით ახალი არჩევნების დანიშვნაზე. ჩვენი პარტია და მე არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას თუ არ იქნება მკაფიოდ დაფიქსირებული არა მარტო პოზიცია, არამედ 8 მარტის ტიპის შეთანხმება უნდა შედგეს, მემორანდუმი, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მყარი გარანტიებით, რომ ინიშნება ახალი არჩევნები,“-განაცხადა ინაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა