მამუკა ხაზარაძე - საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ახლა საშუალება აქვს, გადავტეხოთ და დავამთავროთ 30-წლიან სიცრუეში ცხოვრება

ახლა აქვს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს საშუალება, რომ გადავტეხოთ და დავამთავროთ 30-წლიანი სიცრუეში ცხოვრება,- ამის შესახებ პოლიტიკური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში ინდივიდუალურ მოლაპარაკებებზე შესვლამდე განაცხადა.

მისი თქმით, საუბარი ეხება არა მხოლოდ ახალი არჩევნების დანიშვნას, არამედ ახალი ცხოვრების დაწყებას.

„მე მინდა გაგახსენოთ ყველას სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, რომელიც თუ კარგად დავუფიქრდებით და გულში ჩავიხედავთ თითოეული ადამიანი, ვინც საქართველოში ცხოვრობს, მივხვდებით, რაც წერია იქ. იქ წერია, რომ საქართველო 30 წლის განმავლობაში არის ერთ წრეზე და შესაბამისად, იმ კინოში მონაწილეობს, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩვენ თვითონვე შევქმენით. რა შევქმენით ჩვენ 30 წლის განმავლობაში- შევქმენით ყალბი არჩევნები, თვალის დახუჭვა სიცრუეზე და არასდროს არ მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნისთვის, თითოეული ჩვენგანისთვის, ჩვენი შვილისა და ოჯახისთვის, ამიტომ ახლა აქვს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს საშუალება, რომ გადავტეხოთ და დავამთავროთ 30-წლიან სიცრუეში ცხოვრება. ფაქტია, რომ 30 წლის განმავლობაში ჩვენ ვცხოვრობთ ტყუილში, ამიტომ აქ ლაპარაკი მარტო ახალ არჩევნებზე კი არ არის, აქ ლაპარაკია ახალი ცხოვრების დაწყებაზე და ახალი ცხოვრება დაიწყება მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, თუ თითოეული თქვენგანი, თითოეული ჩვენგანი ვიტყვით ტყუილზე უარს,- განაცხდა ხაზარაძემ.

მისი თქმით, არჩევნები გაყალბდა და ამომრჩევლის ნახევარზე მეტმა დაადასტურა, რომ ოპოზიციური პარტიების ხმები იქნა მოპარული.

„შექმნილია პოლიტიკური კრიზისი. ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე გამოსავალი არის მხოლოდ ერთი - შეიცვალოს საარჩევნო ადმინისტრაცია და ჩატარდეს ახალი არჩვენები. ნებისმიერი სხვა მცდელობა, რომელიც „ოცნების“ მხრიდან იქნება - პარტიებთან ცალ-ცალკე გზავნილები, იქნება უშედეგო, იქიდან გამომდინარე, რომ ამ ქვეყანას სჭირდება სწრაფი გადაწყვეტილებები, თუ გვინდა, რომ გამოვიდეთ მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური პანდემიური სიტუაციიდან. ვაპირებ ვისაუბრო ჩვენს ამომრჩეველთან გამოსავლის ძიებაზე და არა პიარკამპანიებზე, რომელსაც ყოველდღიურად „ოცნების“ სხვადასხვა წარმომადგენლები გვთავაზობენ“,- განაცხადა ხაზარაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა