ბადრი ჯაფარიძე - ჩვენ კონსტრუქციულად ვართ განწყობილი, მაგრამ ახალი არჩევნები არის აუცილებლობა ჩვენი ქვეყნისთვის იმიტომ, რომ განიმუხტოს პოლიტიკური კრიზისი

ჩვენ კონსტრუქციულად ვართ განწყობილი, მაგრამ ახალი არჩევნები არის აუცილებლობა ჩვენი ქვეყნისთვის იმიტომ, რომ განიმუხტოს პოლიტიკური კრიზისი, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის რეზიდენციის დატოვების შემდეგ განაცხადა.

ჯაფარიძის განცხადებით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეთანხმებაში ახალი არჩევნების ჩატარება და ცესკო-ს ადმინისტრაციის ცვლილება მოიაზრება.

მისივე განცხადებით, ოპოზიციის მხრიდან პარლამენტში შესვლა არ განიხილება თუ არ იქნება პოლიტიკური შეთანხმება.

„ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ელჩები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ გაგრძელდეს მოლაპარაკებები ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის. ყველა ძალისხმევას ახორციელებენ ამ მიმართულებით. ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო საუბარი მათთან. ოპოზიციის პოზიცია არის ერთი, რომ გვსურს პოლიტიკური შეთანხმების მიღწევა „ქართულ ოცნებასთან“. ამისთვის მზად ვართ, რომ ვიშრომოთ. ცხადია, პოლიტიკური შეთანხმება უნდა მოიცავდეს ახალ არჩევნებს, უნდა მოიცავდეს ასევე ცვლილებებს საარჩევნო კანონმდებლობაში და ასევე ცვლილებებს ცესკოს ადმინისტრაციაში. ასევე, არის სხვა საკითხები პოლიტიკურ დევნასა და პოლიტიკურ პატიმრებთან დაკავშირებული. ეს არის ის პაკეტი მოლაპარაკებების, რომელზეც მზად ვართ, რომ ვაქციოთ შეთანხმებად „ქართულ ოცნებასთან“ იმისათვის, რომ გამოვიდეთ ამ პოლიტიკური კრიზისიდან. რეალურად, სახეზე გვაქვს პოლტიიკური კრიზისი“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა