გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 ნოემბერს 10:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: ნიჩბისი, ახალი ნიჩბისი, ქვემო ნიჩბისი, ზემო ნიჩბისი, სასხორი, ხიდისყური, მისაქციელი, წილკანი და მიმდებარე სოფლებში.

10:00-დან 18:00 საათამდე - აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში: ბოჭორმა, მუხროვანი, ფიჭვიანი და მიმდებარე სოფლებში. 10:00-დან 18:00 საათამდე - აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: თანიანთკარი, მეზვრიანთკარი, ქერანა, კაიშაურები, ქვეშეთი, ნადიბაანი, ნანიაანი, ხადა, მთა ვარცლა, ნაღვარევი, ზაქათკარი, გუდაური, მანასეული და მიმდებარე სოფლებში. 12:00-დან 18:30 საათამდე - აბონენტებს წალკის რაიონის სოფლებში: აშკალა, ავრანლო, არწივანი, კუში, აიაზმა, ბურნაშეთი და მიმდებარე სოფლებში. 12:00-დან 15:00 საათამდე - აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ქვემო: მლეთა, ამირნი, სალაჯური, ხარხეთი და მიმდებარე სოფლებში. 14:00-დან 16:00 საათამდე - აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში: ცხვარიჭამია, კევლიანი, თეზამი, ლელუბანი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა