გაერო-მ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურს დამცავი აღჭურვილობა გადასცა

პროექტის - „საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა COVID-19-ის პანდემიის უარყოფითი ზეგავლენის დასაძლევად" ფარგლებში, გაერო-მ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურს COVID 19 -ის მიერ გამოწვეული საჭიროებების საპასუხოდ დამცავი აღჭურვილობა გადასცა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნული პროექტის მიზანია საქართველოს მთავრობის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მოსახლეობის მრავალმხრივი მხარდაჭერა COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული უარყოფითი შედეგების დასაძლევად.

„პროექტის განხორციელებაში ჩართულია გაეროს რამდენიმე სააგენტო: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) და გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA). პროგრამის თითოეული აქტივობა საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ პრიორიტეტულ საჭიროებებს პასუხობს და ასევე, ეხმიანება გაეროს პრინციპს - „არავინ დარჩეს ყურადღების მიღმა“. აღნიშნული დახმარება შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის აქტიური ჩართულობით განხორციელდა“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს