მოსკოვში კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები 15 იანვრამდე ხანგრძლივდება

მოსკოვის ადგილობრივმა ხელისუფლებამ კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები 15 იანვრამდე გაახანგრძლივა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

შეზღუდვები ითვალისწინებს 65 წელს ზემოთ ასაკისა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის თვითიზოლაციის რეჟიმს, აგრეთვე საწარმოების თანამშრომლების 30% -ისთვის დისტანციურ რეჟიმში მუშაობას.

„გადავწყვიტეთ, კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ დაწესებული ზომები, რომელიც 2020 წლის 29 ნოემბერს იწურება, გავახანგრძლივოთ. დღეს ხელი მოვაწერე განკარგულებას, რომლის თანახმად, 2021 წლის 15 იანვრამდე: 65 წელზე მეტი ასაკისა და ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეები კვლავ სახლებში უნდა დარჩნენ, ბიზნესებმა და ორგანიზაციებმა უნდა უზრუნველყონ დისტანციური მუშაობის რეჟიმი მათი თანამშრომლების მინიმუმ 30% -ისთვის,”- წერს მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი.

მისივე თქმით, დედაქალაქში დაიხურება ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი დაწესებულებებიც.

ცნობისათვის, კორონავირუსის გავრცელებლის მაჩვენებლით მოსკოვი პირველ ადგილზეა რუსეთში. ქალაქში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 4 685 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 571 102-მდე გაიზარდა. ამასთან, მოსკოვში ვირუსს დღემდე 8 530 ადამიანი ემსხვერპლა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა