ბირთვული და რადიაციული კონტრაბანდის პრევენციის მიზნით უწყებათაშორისი შეხვედრა გაიმართა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ორგანიზებით, პროექტ "CONTACT - Black Sea"-ს გახსნითი შეხვედრა გაიმართა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სუს-იდან აცნობეს, აღნიშნული პროექტი მოიცავს ბირთვული და რადიაციული კონტრაბანდის საკითხებს შავი ზღვის რეგიონის სამ ქვეყანაში - საქართველო, უკრაინა და მოლდოვა.

უწყების ცნობით, პროექტის მიზანი ბირთვული და რადიაციული მასალების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, ახალი კადრების მომზადება და შესაბამისი უწყებების შესაძლებლობებისა და საჭიროებების განხილვა, ასევე პროექტის სამომავლო აქტივობების განსაზღვრაა.

„პროექტს ახორციელებს გაეროს რეგიონთაშორისი დანაშაულისა და სამართლის კვლევის ინსტიტუტი, ხოლო მის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფენ დიდი ბრიტანეთის, ნორვეგიის და აშშ-ის მთავრობები.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი, როგორც ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამდივნო, ახორციელებს პროექტის კოორდინაციას შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან.

ონლაინ შეხვედრებს ესწრებოდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთ სამინისტროს, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტისა და ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს წარმომადგენლები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა