პრემიერი - ჩვენი ზომის ქვეყნისთვის კორონავირუსის არაბუნებრივი გავრცელებაა, ამიტომ გვიწევს ორთვიანი საკმაოდ მკაცრი შეზღუდვების დაწესება

ჩვენი ზომის ქვეყნისთვის არაბუნებრივი გავრცელებაა და როგორ ფიქრობთ, ეს არაბუნებრივი გავრცელება რამ გამოიწვია? რა თქმა უნდა, მაღალმა მობილობამ, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე კითხვას, გამოიწვია თუ არა ინფიცირების რაოდენობის ზრდა ქვეყანაში ოპოზიციური პარტიების მიერ გამართულმა აქციებმა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, აქციებმა გააჩინა რისკი, რომ ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 3-4 ათასიდან სწრფად გაიზარდოს.

„აგვისტომდე საქართველო იყო ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანა ეპიდემიის მართვის თვალსაზრისით. დღეს რაც საქართველოში ხდება, იმ გამოცდილებით, როგორც ჩვენ ეპიდემიის დასაწყისი სექტემბრამდე ვმართეთ, ჩვენი ზომის ქვეყნისთვის არაბუნებრივი გავრცელებაა. ამიტომ გვიწევს ამ ორთვიანი საკმაოდ მკაცრი შეზღუდვების დაწესება. როგორ ფიქრობთ, ეს არაბუნებრივი გავრცელება რამ გამოიწვია? ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, რა თქმა უნდა, მაღალმა მობილობამ და წესების დაცვის გარეშე დიდი რაოდენობით ადამიანების ერთად თავმოყრამ, რა თქმა უნდა, ნაწილობრივ პოლიტიკური პროცესიც არის მიზეზი. საარჩევნო კამპანია მაღალ მობილობას ითვალისწინებს, ეს არის ის, რამაც მიგვიყვანა საქართველოსთვის არაბუნებრივ ციფრებამდე. საქართველოს ჯანდაცვის სისტემას დღეში 3 ან 4 ათასი ინფიცირებულის მართვის რესურსი აქვს მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის სისტემა და სამედიცინო სექტორიც გასათვალისწინებელია, ყველა ქვეყანას გაუჭირდება. ჩვენ ახლა ვაზღვევთ ინფიცირების რაოდენობის შემდგომ ზრდას. ეს მოიტანა იმ აქციებმა. გააჩინა რისკი, რომ 3 და 4 ათასიდან სწრაფად ავვარდეთ... არ მინდა ციფრები დავასახელო“,- განაცხადა გახარიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა